x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორი ხილი და ბოსტნეულია უფრო სასარგებლო: ახალი თუ გაყინული?

image


ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას უფრო ახალ ბოსტნეულს, ხილსა და კენკრას ანიჭებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მათში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მიკროელემენტები და ვიტამინები გაცილებით მეტია, მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში? აღნიშნულ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და დეტალურად განვიხილავთ რომელი პროდუქტების გამოყენება სჯობს გაყინული სახით და რატომ.


image


დღესდღეობით, ბოსტნეულის უმეტესობა გაყინვამდე ადუღებული წყლით მუშავდება, ამგვარად, მათ ყველა ის სასარგებლო თვისება ეკარგება რაც ბუნებრივად გააჩნიათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი პროდუქტი შეგროვებიდან 24 - 48 საათის შემდეგ ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.


image


ალი ბოზარიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის სხვა კოლეგებთან ერთად, გაყინულ და ახალ ბოსტნეულში არსებული, სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა შეადარა, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავება ვერ აღმოაჩინა, თუმცა კვლევამ ერთი საგულისხმო შედეგი აჩვენა, როგორც ირკვევა გაყინულ სიმინდის მარცვლებში, მოცვსა და პარკის ლობიოში C ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე ახალში. ბოზარის თქმით, ასევე გაყინული ბროკოლი ახალთან შედარებით გაცილებით უფრო მეტ ვიტამინ B2- ს შეიცავს.

image


ამ კვლევიდან დასტურდება, რომ გაყინული ხილი და ბოსტნეული, რომელიც საყინულეში ინახება, ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს ინარჩუნებს. მთავარი განსხვავება კი - მხოლოდ მათ გემოვნებურ თვისებებშია.






0
83
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
83