სხვა დედამ დაკარგული შვილი 32 წლის შემდეგ იპოვა 2020, 12 აგვისტო, 15:45
ორი წლის ბიჭი 1988 წელს გაუჩინარდა და მთელი ამ წლების განმავლობაში მშობლები ცდილობდნენ შვილის პოვნას
1988 წელს 2 წლის და 8 თვის ბიჭი სახელად მაო ინბილო მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო -და ეს სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან იმ დროს ჩინეთში ფართოდ იყო დაცული წესი "ერთი ოჯახი - ერთი შვილი". გამონაკლისი მხოლოდ სოფლად იყო, რომლებსაც მხოლოდ გოგონა ჰყავდათ. - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ დროს ბიჭის დედა სხვა ქალაქში რამდენიმე დღით წავიდა სამუშაოდ, ბიჭუნა კი მამასთან დარჩა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალმა დამსაქმებლისგან მიიღო დეპეშა, სადაც ის სასწრაფოდ სახლში დაბრუნებას სთხოვდა. მშობლიურ ქალაქში შეიტყო, რომ მისი შვილი დაიკარგა. - ქმარმა თქვა, რომ მან ბავშვი სულ ერთი წუთით დატოვა სასტუმროს მახლობლად - სეირნობის დროს ბავშვს წყალი მოსწყურდა და მამამ სასტუმროში შეირბინა წყლისთვის . როდესაც დაბრუნდა, მაო აღარ დახვდა. ბიჭის მშობლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ის სასტუმროსთან დაიკარგა. მათ გააკრეს ათასობით ბროშურა ბავშვის ფოტოთი, გამოაქვეყნეს განცხადებები ყველა შესაძლო გაზეთში. მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის ძებნის დროს, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაუარესდა - ქალი ადანაშაულებდა (არც თუ უსაფუძვლოდ) ქმარს შვილის დაკარგვაში. სინამდვილეში, იხსენებს ლი ძინჯჩჟი, ისინი ვერც ვერაფერზე ლაპარაკობდნენ - ყველა აზრი მხოლოდ მათ შვილზე იყო მიმართული. ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა. ამასთან, ქალს არ სურდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ შვილს ვერასდროს იპოვნიდა. განაგრძო ძებნა, რა დროსაც იპოვა თანამოაზრეები - იგივე მშობლები, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ისინი ბროშურებს ცვლიდნენ ბავშვების სურათებით, ავრცელებდნენ საკუთარ ქალაქებში, რათა გაზრდილიყო ბავშვის პოვნის შანსი . შვილის გაუჩინარებიდან 19 წლის შემდეგ ქალი Baby Come Home -ზე მოხალისედ დარეგისტრირდა-საიტი, რომელიც დაკარგულ ბავშვებს ეძებს. მისვე თქმით, 20 წლის განმავლობაში 29 ბავშვი იპოვეს. 2009 წელს ჩინეთის მთავრობამ შექმნა ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც ყველას შეუძლია მონაცემების შეყვანა. მასში მოცემულია ინფორმაცია მშობლების შესახებ, რომლებმაც დაკარგეს შვილები და ზრდასრული შვილები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ისინი, ვინც მათ აღზარდეს, მათი მშობლები არ არიან. ლი ძინჩჟი აღნიშნავს, რომ მონაცემთა ბაზაში უმეტესობა ბიჭები არიან. ამ გაზაფხულზე, ლი ძინჩჟის ტელეფონზე შემოვიდა ყველაზე ბედნიერ ზარი მის ცხოვრებაში, სიანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროდან დაურეკეს და აცნობეს, რომ იპოვნეს მისი ვაჟი. მაო ინბილო პოლიციამ იპოვა ფოტოების ამოცნობის სისტემის გამოყენებით. დნმ-ს ტესტით დადასტურდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იყო ლი ძინჩჟის შვილი. იგი მრავალი წლის წინ, გატაცების შემდეგ მეზობელ პროვინცია სიჩუანში გადაიყვანეს და უშვილო წყვილს 840 დოლარად მიყიდეს. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ახლა 34 წლისაა, არ ახსოვს მისი ადრეული ბავშვობა და არც გატაცების მომენტი, მაგრამ დიდი სიამოვნებით შეხვდა ბიოლოგიურ მშობლებს. დაქორწინებულია, მუშაობს ინტერიერის დიზაინერად და ახლა უკვე ურთიერთობს თავის ნამდვილ მშობლებთან, ავსებს მათ ცხოვრებას სიხარულით და ნათელით. დედამისი, შვილის პოვნის მიუხედავად, კვლავ აპირებს დაკარგული შვილების მშობლებს დაეხმაროს. ასევე იმედოვნებს, რომ მისი შვილის გამატაცებლებს პოლიცია იპოვნის და ისინი სათანადოდ დაისჯებიან. 67 3-ს მოსწონს
|