სხვა თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები 2020, 12 აგვისტო, 10:13 სიბრაზემ ნორმალური სიტუაცია შეიძლება საკმაოდ ტოქსიკურ და უჩვეულო ვითარებად შეიძლება გადააქციოს. ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ემოციაა, რომელსაც ადამიანი განიცდის. ეს ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი ფაქტორია და გვგონია, რომ დამშვიდება საერთოდ არ შეგვიძლია. სინამდვილეში, ძალიან მარტივი და გამოცდილი მეთოდები არსებობს, თუ როგორ დამშვიდდეთ ძლიერი განრისხების დროსაც.
რამდენიმე ხრიკი სწრაფად დასამშვიდებლად
საკუთარ თავს დამშვიდება ასწავლეთ აღიარეთ, რომ გაბრაზებული ხართ, შემდეგ შინაგანი სიმშვიდის მოპოვება სცადეთ. რამდენიმე დამამშვიდებელი ფრაზა წარმოთქვით, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ. გახსოვდეთ, რომ ამ ფრაზებმა შეიძლება ყოველჯერზე არ იმოქმედოს. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, სულიერი წონასწორობის მოსაპოვებლად სიტყვების პოვნა უფრო გაგიადვილდებათ. წადით კონფლიქტურ სიტუაციაში უბრალოდ წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად საკუთარი სიმართლის დაცვას ვცდილობთ. კონფლიქტი კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ სიტუაციიდან მაქსიმალურად უნდა გადაერთოთ. აუცილებელი არაა ვინმეს აუხსნათ, თუ სად მიდიხართ. უბრალოდ უნდა ადგეთ და წახვიდეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ ქუჩაში გადით და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ. ცოტა ხანს გაირბინეთ და თუ აუცილებელია დაბრუნდით იქ, სადაც კონფლიქტური სიტუაციაა. ვიზუალურად საკუთარი თავი მოდუნებულად წარმოიდგინეთ მშვიდ, გრილ ადგილზე დაფიქრდით, სადაც მოდუნებას და დამშვიდებას შეძლებთ. თვალები დახუჭეთ, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იქ იმყოფებით. წარმოიდგინეთ სახეზე ქარი, კანი მზეზე და მშვიდი ხმები ირგვლივ. ასეთ მდგომარეობაში იმდენ ხანს დარჩით, რამდენ ხანსაც გსურთ. ცივი წყალი იპკურეთ თუ ბრაზს გრძნობთ, ცივი წყალი იპკურეთ. თუ მაკიაჟის გაფუჭება არ გსურთ, წყალი კისერზე და მაჯაზე წაისვით. ეს დაგეხმარებათ ბრაზის დაცხრობაში. ასევე შეგიძლიათ ცივი წყალი ფეხებზე გადაივლოთ. სუნთქვითი მედიტაცია სცადეთ სხვადასხვა სახეობის მედიტაცია სცადეთ. სუნთქვის ტექნიკა შესანიშნავი ვარიანტია. კონფლიქტურ სიტუაციას ცოტა მოშორდით, დაჯექით და თვალები დახუჭეთ. ნელა და თანაბრად ცხვირით ისუნთქეთ, ხუთამდე დაითვალეთ, სუნთქვა შეიკავეთ, შემდეგ ცხვირიდან ნელ–ნელა ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დასამშვიდებლად გჭირდებათ. დათვლა დაიწყეთ სიტუაციიდან გადართვა მოდუნებასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ. ამისთვის დათვლა უნდა დაიწყოთ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც თქვენს გვერდითაა. გამოიყენეთ მანტრა ბრაზის წინააღმდეგ პოზიტიური მანტრა გონების გასაახლებლად ძალიან სასარგებლოა. ის ყურადღების გადასართავადაც კარგი მეთოდია. სიბრაზის დროს დამშვიდების უნარი არა მხოლოდ გადართვა, არამედ პრობლემის გადაჭრაა. დაურეკეთ მას, ვინც მოგისმენთ როცა გრძნობთ, რომ ბრაზით ივსებით, უბრალოდ აიღეთ ტელეფონი, ქუჩაში გამოდით და დაურეკეთ იმას, ვინც მოსმენას და მხარდაჭერას შეძლებს. დადებითი ემოციები სწრაფად დამშვიდებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. ასევე დაგაინტერესებთ: შეწყვიტეთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც არ უყვარხართ 10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ ემოციური ძალადობის 30 ნიშანი რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული 237 3-ს მოსწონს |