სხვა როგორ ფარავს ბრაზილიელი მხატვარი ოჯახური ძალადობის კვალს 2020, 11 აგვისტო, 8:55 სხეულზე არსებულ იარებს შეუძლია ადამიანს დიდი ხნის მანძილზე გაახსენოს ის ტკივილი და ძალადობა, რაც ერთ დროს თავს გადახდა. სწორედ ამიტომ მხატვარმა და სვირინგის სპეციალისტმა ფლავია კარვალომ გადაწყვიტა ამ ადამიანებისთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა. მისი პროექტი სახელწოდებით "A Pele da Flor" (ყვავილის კანი) იმ ქალბატონებს, ვინც მსგვსი საშინელება გადაიტანა ცხოვრებაში, სხეულს ულამაზებს სრულიად უფასოდ. ორი წლის მანძილზე ფლავია ეხმარება ქალებს დანითა და ტყვიით დატოვებული იარების დაფარვაში. ასევე მათ, ვისაც მასტექტომია აქვთ გაკეთებული. მხატვარი ამით წარსულში მომხდარი არასასიამოვნო მოგონებების სილამაზედ გადაქცევას ცდილობს.
"ეს ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო – ერთ კლიენტთან ვმუშაობდი, რომელსაც მუცელზე დიდი ზომის იარის დამალვა უნდოდა." "მან მომიყვა, რომ ის ღამის კლუბში იყო, როდესაც ეს საშინელება შეემთხვა – კაცი მიუახლოვდა და ჯიბის დანა მუცლის არეში დაარტყა. მას შემდეგ რაც ქალმა დასრულებული სვირინგი იხილა, გული ძალიან აუჩუყდა – ამან კი ჩემზე ძალიან იმოქმედა." "ყველაზე მეტად, 17 წლის გოგონამ გამოიწვია ჩემი დიდი გულისტკივილი, რომელიც მასზე უფროს მამაკაცს ხვდებოდა თვეების განმავლობაში. ეს უკანასკნელი კი ფიზიკურად უსწორდებოდა." "როდესაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა გოგონასთან დაშორება, შეხვედრა დაუნიშნა, თავს დაესხა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დანით." მხატვარი ასევე დახმარებას უწევს იმ ქალბატონებს, რომელთაც მასტექტომია აქვთ ჩატარებული. ეს სვირინგი კი ტყვიისგან დატოვებულ იარას ფარავს. ასევე დაგაინტერესებთ: სერიული მკვლელი "გრეფი" – დაუჯერებელი ფაქტები თვისება, რომელსაც კენგურუ აბი ფლობს, ბევრ ადამიანს არ გააჩნია რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II) ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები 64 8-ს მოსწონს
|