საზოგადოება ანზორ მელია თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს 2020, 10 აგვისტო, 14:13
კარდიოლოგიული კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი ანზორ მელია და მისი გუნდი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მხარდაჭერას უცხადებს. მელია გუნდთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს: „ჩემი და ჩემი კლინიკის სრული მხარდაჭერა ვახტანგ ყიფიანს“.
როგორც ცნობილია, 4 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორი ექიმი დააკავეს, მესამეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის პაციენტს, რომელიც 20 თვეა კომაში იმყოფება, კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციას იტალიიდან სპეციალურად მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. როგორც საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, სინამდვილეში პროცედურა არასერტიფიცირებულმა ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია და ისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით. ხოლო ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება და მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულთა კოლეგები პროკურატურის ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ოპერაცია ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. 70 შეფასება არ არის
|