x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ დავალაგოთ სახლი მარტივად – ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს (და არა მარტო)

სახლის დალაგება ძალიან სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება. საკმარისია მხოლოდ, ქვემოთ მოყვანილი, რამდენიმე ხრიკის დამახსოვრება. ამასთან, უბრალო საშუალებების გამოყენებით, რომელიც ყველა, ან თითქმის ყველა სახლში მოიპოვება:


image


ონკანი რომ ყოველთვის სუფთა იყოს


ქრომირებული ზედაპირი დიდი ხნის მანძილზე სუფთად რომ დარჩეს, ცვილის ქაღალდით (ქაღალდი, რომელიც თეთრი ან ყვითელი ცვილით არის გაჟღენთილი – იგივე კალკა) გაწმინდეთ. და თქვენ მიხვდებით, რომ სახლის დალაგებაზე უფრო ნაკლები დრო დაგეხარჯებათ.


საცხობის ფორმის გაწმენდა


საცხობ ფორმას სუფრის მარილი წაუსვით, ხოლო შემდეგ, ქაღალდის პირსახოცით გაწმონდეთ — ცომის ნარჩენები ადვილად მოსცილდება.


ღუმელი რომ ახალივით გამოიყურებოდეს


ღუმელის ხშირად ხეხვა–წმენდის ნაცვლად, მის უჟანგავ ზედაპორზე, ერთხელ გადაუსვით ზეითუნის ზეთში დასველებული ტილო და ზედმეტი ზეთი სუფთა ტილოთი მოაცილეთ.



ლაქების მოცილება დივანზე


2 ლ. ბოთლში ერთმანეთს შეურიეთ: 1 ს. კ. პურის სოდა, 1/3 ჭიქა ძმარი, 0, 5 ლ. ცხელი წყალი (მდუღარე არა) და 1 ს. კ. სარეცხი ფხვნილი. ჩაასხით მიღებული ნაზავი პულვილიატორში, მიასხურეთ დაქას და გაწმინდეთ ჯაგრისით. დივნის დანარჩენ ზედაპირზე თხელ ფენად მოაყარეთ პურის სოდა. გააჩერეთ ასე რამდენიმე საათი (თუნდაც 1 ღამე) და შემდეგ, მტვერსასრუტით გაწმინდეთ — სოდა დივნის ზედაპირს «გამოაცოცხლებს» და განაახლებს.


მიმწვარი ტაფების გასუფთავება


ტაფაში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ზედაპირი დაფაროს. დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ 3 ს. კ. პურის სოდა. როდესაც შხეფები შეწყდება, წყალი გადაღვარეთ და თუ ტაფა სრულად არ გასუფთავდება, ზედაპირი სოდით გაწმინდეთ.


მინის ჭურჭელმა რომ იბზინოს


ბოკალი გამჭვირვალე რომ იყოს, ძმრიანი წყლით უნდა გარეცხოთ და ჩვეულებრივ წყალში გაავლოთ. ჭიქა არ გაწმინდოთ, წყალი თვითონ უნდა ჩამოიწკრიტოს.


ყავის სადუღარის გარეცხვა


ჩაასხით ყავის სადუღარში წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით. ჩართეთ ხარშვის ციკლი, ნახევრად მომზადების დროზე გამორთეთ და იგივე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ, ჩართეთ ხარშვის 2 ციკლი სუფთა წყლით.


თაროებზე მტვერი რომ არ დაგროვდეს


თაროებს ზედაპირს მტვერი რომ არ დაედოს, ავეჯის საწმენდი ტილო ტანსაცმლის დამარბილებელში დაასველეთ და ისე გადაწმინდეთ – თაროებზე მტვრის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.


ფინჯნიდან ნადების მოცილების საუკეთესო ხერხი


თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ძმარი და წყალი და ჩაასხით ჭიქაში. გააჩერეთ ასე 1 საათი და შემდეგ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გადაუსვით. ჩაისა და ყავის ნადები მაშინვე მოსცილდება.


უთოს ზედაპირის წმენდა


აიღეთ სამზარეულოს ხის დაფა, დააფინეთ მასზე პერგამენტი და ზემოდან დიდი რაოდენობით მარილი დაყარეთ. ჩართეთ უთო, როდესაც კარგად გაცხელდება, ენერგიული მოძრაობით, 1 წუთის მანძილზე, მარილზე «ატარეთ».


აბაზანაში ობი და სოკო რომ არ იყოს


პროფილაკტიკისთვის — 5 ლ. წყალში გახსენით 1 აბი ფურაცელინი და ჩამორეცხეთ კედლები. იმ შემთხვევაში, თუ ობი უკვე არის – 1 აბი წამალი გახსენით 1 ლ. წყალში და ისე გაწმინდეთ ობიანი ედაპირი.


მილების გასუფთავება ქიმიის გარეშე


თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მარილი და პურის სოდა, ჩაყარეთ ეს ნაერთი წყლის სადენში და ჩაასხით ძმარი. 15 წუთის შემდეგ, ჩარეცხეთ მდუღარე წყლით.


აბაზანის გათეთრება


შეურიეთ ერთმანეთს 2 ს. კ კალციმირებული სოდა და 2 ს. კ. პურის სოდა, ცოტა წყალიც დაუმატეთ, რომ ფაფისებური ნაზავი მიიღოთ და სველი აბაზანა გაწმინდეთ ამ ნაერთით. ასე გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ერთმანეთს შეურიეთ 50 მლ. ძმარი და 50 გრ. (მლ.) მათეთრებელი (ლაქების ამომყვანი) საშუალება ფხვნილის ან სითხის სახით და გადაუსვით სოდის ფენას ზემოდან. 30 წუთის შემდეგ აბაზანა კარგად გარეცხეთ წყლის ჭავლით.


ცხიმის და მიმწვარი საჭმლის მოცილება


გაყინულ ცხიმს და საჭმლის ნარჩენების მოცილება, ყველაზე მარტივად, სუფრის მარილით არის შესაძლებელი. ტაფის ძირი მარილით დაფარეთ, დაამატეთ ცოტა წყალი და ასე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ, გარეცხეთ.


ჭუჭყიანი და ცხიმიანი ღრუბლის გასუფთავება


საღამაოს, ღრმა კონტეინერში ჩაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, ჩაყარეთ 2 ს. კ. მარილი, მოურიეთ, ჩადეთ შიგნით ღეუბელი და დილამდე ასე გააჩერეთ.


შხაპ-კაბინის კედლებიდან საპნის ლაქების მოცილება


მინის კედლებიდან საპნის ლაქების მოსაცილებლად, სველი ხელსახოცით (გვირილის ან რომელიმე სხვა ყვავილის) გაწმინდეთ მინები და მშრალი ღრუბელი გადაუსვით. ბოლოს, წყალი გადაავლეთ.


გატეხილი კვერცხის აწმენდა


გატეხილი კვერცხის ასაწმენდად, ყველაზე მარტივი მეთოდი — დიდი რაოდენობით მარილის დაყრა და 15 წუთის შემგეგ, ქაღალდის პირსახოცით დასვრილი ზედაპირის გაწმენდა არის.


ნიჟარა რომ ბზინავდეს


ნიჟარაზე დაყარეთ მარილი, შუაზე გაჭრილი ლიმონი დაადეთ ზემოდან და მოხეხეთ ნიჟარა. შემდეგ, ლიმონის ნარჩენები მოათავსეთ დისპოზერში და დააქუცმაცეთ. ნიჟარა იბზინებს, ხოლო სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება.


სუნის მოცილება და დივნის განახლება


იმისთვის რომ შინაური ცხოველების სუნი მოსცილდეს რბილ ავეჯს ან უბრალოდ “გამოცოცხლდეს", პულვილიზატორში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ 10 წვეთი ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთ, შეანჯღრიეთ და მიასხურეთ ქსოვილს.


კერამიკული ფილების გასუფთავება და გლუვ სიპრიალის მიანიჭება


4 ლ. წყალში გახსენით 4 ს. კ. ბორაკი (ფხვნილის შეძენა აფთიაქში და აგრარულ მაღაზიებში შეიძლება. მასთან მუშაობისას, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, რადგან კანს აღიზიანებს), 100 მლ. ძმარი და 100 მლ. ნიშადურის სპირტი. დაასველეთ ხსნარით ფილა და მსუბუქად გაწმინდეთ კერამიკული კედელი. ეს საშუალება ნებისმიერ ჭუჭყს აცილებს მას და არ ტოვებს წმენდის კვალს.

ცხიმის განსაკუთრებით რთული ლაქების მოცილება სოდით და ძმრით არის შესაძლებელი: სოდას იმდენი წყალი შეურიეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. დაიტანეთ ეს ნაზავი ცხიმის ლაქაზე და პულვილიზატორით მიასხურეთ ძმარი. მას შემდეგ, რაც სოდასა და ძმარს შორის რეაქცია მოხდება, ზედაპირი რბილი ქსოვილით გადაწმინდეთ. ძმარი მხოლოდ ცხიმს კი არ აცილებს კერამიკულ ზედაპირს, არამედ კარგადაც აპრიალებს.

imageimageimage* კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის
* რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ
* როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე
* დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

* სასარგებლო რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ


0
86
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0