სხვა რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ 2016, 6 ივნისი, 12:10 გამოცდილი დიასახლისები სამზარეულოში, მოკლე დროში, უამრავ საქმეს აკეთებენ და ენერგიასაც ზოგავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა მათგანს, თავისი პატარ-პატარა ეშმაკობები აქვს, რომლის წყალობით, ისინი არა მარტო სახლის შეფ-მზარეულები არიან, არამედ, წვრილმან პრობლემებსაც სულ ადვილად უმკლავდებიან. ქვემოთ მოცემულ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენც ადვოლად მოაგვარებთ ზოგიერთ პრობლემას: 1. დუღილის დროს, ქვაბიდან წყალი რომ არ გადმოვიდეს, ზემოდან ხის კოვზი დაადეთ. ![]() 2. თუ კერძი მლაშე არის, ჩააგდეთ მასში გაფრცქვნილი მთელი კარტოფილი და 2 წუთი ხარშეთ, წვნიანთან ერთად. ![]() 3. ჭარხალი კარგად რომ მოიხარშოს, მარილი ბოლოს დაამატეთ (უკვე მოხარშულს). ![]() 4. ბლენდერი კარგად რომ გარეცხოთ, ჩაასხით წყალი, ჩაამატეთ თხევადი საპონი და ჩართეთ. ![]() 5. ბანანი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, გაყავით მტევანი და ცალ-ცალკე შეინახეთ. ბანანი გამოყოფს გაზს, რომელიც აჩქარებს ბანანის და სხვა ხილის დამწიფების პროცესს. თუ ბანანი იზოლირებული არის ხილისგან და სხვა ბანანისგან, ის უფრო დიდ ხანს ინახება. ![]() 6. ბროწეული სწრაფად რომ გაარჩიოთ, მოაჭერით ყუნწი, ქერქი ორ ადგილზე, საწინააღმდეგო მხარეებზე, ერთმანეთის პარალელურად ჩაჭერით და გადმოაბრუნეთ. 7. პიცა ბევრად უფრო არომატული იქნება, თუ მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად, ტაფაში გააცხელებთ. ![]() 8. ცხელი ღვეზელის დასაჭრელად, ცხელი წყლის ნაკადში დასველებული დანა გამოიყენეთ. ![]() 9. ანანასი სწრაფად რომ დამწიფდეს, “ქოჩორი" მოაჭერით, გადანაჭერით ქვემოთ დადეთ და ისე შეინახეთ. ![]() 10. მაცივარში ყველი უკეთესად და უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინახება, თუ მის შესაფუთად, სამზარეულოს აპკის ან პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, პერგამენტის ქაღალდს გამოიყენებთ. ![]() 11. ციტრუსები ოთახის ტემპერატურაზე უკეთესად ინახება, ვიდრე მაცივარში. ![]() 12. ქვაბი კარგად რომ გაირეცხოს, ჩაყარეთ მასში 2 ს. კ. სოდა, ჩაასხით პირამდე წყალი და წამოადუღეთ. ![]() 13. თუ ღვინო მოგრჩათ, გაანაწილეთ ყინულის გასაკეთებელ ფორმაში და საყინულეში მაოთავსეთ. ღვინის კუბიკების გამოყენება, სადილის მომზადებისას შეგიძლიათ. ![]() 14. კივის ადვილად გასაფრცქვნელად, მოაჭერით ორივე ბოლო, კოვზი ქერქთან ახლოს შეურჭეთ და წრეზე შემოატარეთ. ![]() 15. ხორცი რომ არ გამოშრეს, მომზადების დროს მარილს ნუ დაუმატებთ. მარილი გამზადებულ ხორცს მოაყარეთ. ![]() 3136 10-ს მოსწონს
|