x
image
alex999
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობა!

მკვლევარები და მეცნიერები ყოველწლიურად ცდილობენ რაიმე ახალის აღმოჩენას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 5 ახალ სახეობას, რომელიც მეცნიერებმა ბოლო წლებში აღმოაჩინეს. ჩვენ მათ უკვე ვცნობთ!


image






1. თევზი ვაკანდა - მეწამული ფერის თევზი აღმოაჩინეს აფრიკის ზანზიბარის რეგიონის აღმოსავლეთით ღრმა მარჯნის რიფებში. აღმოჩენილ თევზს ვაკანდა დაარქვეს "შავი პანტერას" ხსოვნისათვის. 6 სანტიმეტრი სიგრძის ვაკანდა იკვებება მცურავი პლანქტონებით, ორი სპეციალურად დაქირავებული მყვინთავი მორიგეობით აკვირდება ვაკანდების ცხოვრებას წყლის ქვეშ... თუმცა სამწუხაროდ ეს დაკვირვება არც ისე მარტივი საქმეა, ვინაიდან ვაკანდები ზღვის დონიდან 79 მეტრის სიღრმეში დაცურავენ.

image






2. Cheirogaleus andysabini - 2014 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს უახლესი ჯუჯა ლემური. გადაწყდა, რომ მისთვის დაერქვათ ცნობილი ქველმოქმედის ენდი საბინის საპატივსაცემოდ Cheirogaleus andysabini. ახალი სახეობის ლემური ციყვის ოდენაა და სხვებისგან განსხვავდება მუქი შავი თვალებით... ახალი ლემური 18 სანტიმეტრის სიმაღლისაა და იწონის 125-200 გრამამდე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ლემური გენეტიკური დარღვევის შედეგად წარმოიშვა.

image






3. უსახელო (ჯერ-ჯერობით) - შემდეგი უცნაური არსება 2019 წელს აღმოაჩინა ბუნებისმეტყველმა ზეიშან მირზამ ინდოეთის არუნაჩალ პრადეშში. არუნაჩალ პრადეში, რომელიც ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ძალიან მდიდარი რეგიონია, მასპინძლობს უამრავ ცოცხალ არსებას, რომლმებსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ, ან კიდევ შესაძლოა ჯერ არც კი ვიცოდეთ... მირზამ გველის ახალი სახეობა აღმოაჩინა რეგიონის კვლევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი არის თეთრი ტუჩის მწვანე ხის გველგესლათა ქვესახეობა, იგი განსხვავდება ამ გველისგან ორი მნიშვნელოვანი წერტილით: მამრებს თავზე აქვთ ნარინჯისფერი ზოლი და ასევე ამ ახალ სახეობის წარმომადგენლებს უფრო მეტი კბილები აქვს. ამ ეტაპისთვის მირზას ახალი სახეობის გველისთვის სახელი კვლავ არ მოუფიქრებია.

image






4. მატამატა - სენკენბერგის ბუნების ისტორიის მუზეუმის პროფესორი დრეზდენში (გერმანია), დოქტორ უვე ფრიცმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს "მატამატას" კუს ახალი სახეობა, რომელიც ხავსიან კლდეს ჰგავს. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილ ახალ მათემატას კუს აქვს გარკვეული გენეტიკური განსხვავებები და არ ჰგავს ჩვეულებრივ კუს სახეობებს, ახლად აღმოჩენილი მათამატას კუ ტალახში იმალება და თავის მტაცებელს მთლიანად ყლაპავს. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ არაჩვეულებრივი კუს სახეობის გენეტიკაზე. ერთადერთი, რაც ცნობილია, არის ის, რომ ახალი სახეობის კუ ბინადრობს მდინარე ამაზონის სანაპიროებზე და მეცნიერების აზრით ისინი 13 მილიონი წლის დათარიღებით, შესაძლოა პრეისტორიული არსებები იყვნენ.



image






5. უცნაური და ამავდორულად საშიში არსება - დელფინები ზღვის უდანაშაულო და საყვარელი ბინადრები არიან. ამასთან ერთად, ამ ფოტოზე გამოსახული დელფინის მსგავსი არსება, რომელიც ბოლო პერიოდში ინტერნეტში სწრაფად ვრცელდება, ყველას აშინებს და აკვირვებს. ხალხის აზრით ეს არის ციფრული გზით შექმნილი ფოტო, თუმცა გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ეჭვებიც მეტნაკლებად გაიფანტა. ვიდეოშიც ჩანს, რომ უცნაური არსება რომელიც უკვე მკვდარია, ზღვამ მექსიკის სანაპიროზე გამორიყა. მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ, თუმცა ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა!


image























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image



რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები?

image



იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image



ცხოვრება ინტერნეტამდე - ამ ილუსტრაციების საშუალებით წარსულში იმოგზაურებთ!

image



ზოგჯერ ბუნებაც დაუნდობელია - 17 ფოტო ველური სამყაროდან!

image



3 ყველაზე უცნაური ოჯახი მთელ მსოფლიოში

image


გაიცანით არას ბულუთ ინემლი - 14 საინტერესო ფაქტი "ორმოს" ვარსკვლავის იამაჩ ქოჩოვალის შესახებ

image



7 საშიში წყლის ბინადარი, რომლებიც ადამიანებმა მდინარე ამაზონში დაიჭირეს!

image

1
1488
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1488
  
2020, 22 დეკემბერი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1