საბუნებისმეტყველო ცხოველების უცნაური და საინტერესო თვისებები 2015, 7 ივლისი, 3:46 ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსორეთ!
1. ახალშობილი პანდის წონა, ერთი ჭიქა ჩაის წონის თანაბარია 2. თოვლის ლეოპარდები თავიაანთ კუდს იყენებენ როგორც საბანი, რადგან სიცივეს თავი აარიდონ. 3. იაპონური ჯიშის მაიმუნები, რომლებსაც მაკაკებს ეძახიან, ერთობიან თოვლის გუნდებით 4. იცოდით, რომ ციყვებს აქვთ ძალიან განსაკუთრებული თვისება, რომელიც შეიძლება არცერთ ადამიანს არ გააჩნდეს. ისინი უპატრონოდ დარჩენილ ნებისმიერ ცხოველს პატრონობენ, ხოლო მშობლების გარეშე დარჩენილი ციყვები საკუთარი ნებით სხვა ციყვების შვილები ხდებიან. 5. თაფლის ფუტკრები ცეკვის საშუალებით ერთმანეთს ეკონტაქტებიან! ასევე თაფლის ფუტკრები ცეკვის მეშვეობით, სხვა ფუტკრებს ყვავილების ადგილმდებარეობასაც ანიშნებენ. 6. გენტოს პინგვინები თავის პარტნიორებს ჩუქნიან ლამაზ კენჭებს და ამ ხერხით ხელს სთხოვენ საკუთარ რჩეულებს! გენტოს პინგინები ასევე ითვლებიან მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მოცურავე ფრინველებს შორისაც. მათ შეუძლიათ წყლის ქვეშ საათში 34 კილომეტრის გავითარება. 7. ზღვის ცხენებს ახასიათებთ მონოგამიურობა, მათ ერთმანეთი რომ არ დაკარგონ ზღვის ქვეშ, ერთურთ იფუთებიან კუდებით. 8. წიწილებს გამოჩიკებამდე ერთმანეთთან კონტაქტი შუეძლიათ, ისინი ასევე კონტაქტობენ დედასთან 24 განსხვავებული ხმის მეშვეობითაც. 9. წავებმა ერთმანეთი რომ არ დაკარგონ, ხელჩაკიდულები იძინებენ. 10. მოგახსენებთ, რომ ციყვებს ჩვევიათ თხილის დამალვა. ისინი თხილებს თავიანთ ამოთხრილ ფუღუროებში მარხავენ, დროთა განმავლობაში მათ თხილების ადგილმდებარეობა ავიწყდებათ, რის შედეგადაც დამალულ ადგილებზე თხილის ხეები ამოდის. 11. ძროხებს ჰყავთ ძმობილები, როგორც ადამიანებს....ისინი ძალიან მალე ეჩვევიან ერთმანეთს და უერთმანეთოდ ყოფნაც რასაკვირველია უჭირთ. 12. კუებს სუნთქვა შუეძლიათ უკანალის მეშვეობითაც! 13. დელფინები არიან ძალიან კონტაქტურები, ისინი ერთმანეთს სახელებს არქმევენ 14. ძაღლის მამრი ლეკვები, ჩხუბის დროს მდედრს უთმობენ გამარჯვებას! 15. ჩვილი შიმპანზეები ადამიანების მსგავსად სათამაშოებით თამაშობენ 16. იცოდით რომ თაგვებს შეუძლიათ სიცილი? დიახ ისინი იცინიან, თუ მათ "უღიტინებთ" 17. წავებს ტყავზე აქვთ ჯიბისმაგვარი ფორმები, რომლებშიც ინახავენ ქვებს. ისინი ამ ქვებს იყენებენ მყარქერქიანი საკვების დასამტვრევად. ზოგიერთი მათგანი თავის ცხოვრების განმავლობაში იყენებს მხოლოდ ერთ ქვას 18. როგორც ადამიანებს, ასევე თხებსაც გააჩნიათ საუბრის აქცენტი 19. კატების უნცაური თვისება: ისინი თავის პატრონს თავით როდესაც ეხებიან, ესეიგი პატრონს ძალიან ენდობიან. 20. არ გეგონოთ რომ "ვირული" ხუმრობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, ამას ყვავები უფრო უკეთ ახერხებენ 783 18-ს მოსწონს
|