x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138611
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512276
იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

მარტორქა არის ერთ – ერთი ყველაზე სახიფათო ცხოველი. თუმცა ვეფხვებთან და ლომებთან შედარებით, უფრო სუსტები ჩანან. რამდენი იცით მარტორქების შესახებ??? უფრო მეტისთვის მოემზადეთ, რადგან მათ ლომებთან, ვეფხვებთან, სპილოებთან და ბუფალოებთან ორთაბრძოლაში გამარჯვება შუძლიათ....


image




მარტორქები მარტორქისნაირებთა ოჯახის წარმომადგენელები არიან. ისინი იყოფიან 3 ქვეჯგუფად: თეთრი მარტორქები, შავი მარტორქები და ინდური მარტორქები. საშუალოდ 40-50 წლამდე ცოცხლობენ. რაც შეეხება განსხვავებას, თეთრი მარტორქები ძირითადად ბალახით იკვებებიან, ხოლო შავები უფრო ხის ფოთლებით და ა.შ, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მარტორქები იკვებებიან ბალახით და ხილით. არც ერთ შემთხვევაში არ ეტანებიან ხორცს.


რამდენად სწრაფები არიან მარტორქები? - მიუხედავად მათი წონისა, ისინი საკმაოდ სწრაფად დარბიან. როგორც ცნობილია, მარტორქები საათში 48-60 კილომეტრს ავითარებენ. ადამიანის სისწრაფესთან შედარება თავად გააკეთეთ.


image





სისწრაფის მიუხედავად, მარტორქებს სპილოების მსგავსად ხტუნვა არ შეუძლიათ, თუმცა ყნოსვის გრძნობა ძლიერად აქვთ განვითარებული. იგივეს ვერ ვიტყვით მხედვალობაზე, მარტორქები სუნით უფრო გრძნობენ ხიფათს ვიდრე თვალით ხედავენ.


მარტორქებს ძალიან სუსტი კანი აქვთ, მარტივად ეჭრებათ და ეწვებათ, როგორც ჩვენ ადამიანებს. მათი კიდევ ერთი სისუსტე ტვინია, მიუხედავად მსხვილი ფორმისა, ძალიან პატარა ტვინი გააჩნიათ.


გაინტერესებთ მათი მეგობრები? - ისინი ოქსპიკერის ჩითებთან მეგობრობენ. ეს ფრინველები ზოგადად მარტორქების ზურგზე ჯდებიან და ათავისუფლებენ მავნე მწერებისგან.


გადავიდეთ მათ უმნიშვნელოვანეს სხეულის ნაწილზე - რქაზე... მარტორქის რქა იზრდება იქამდე, სანამ ეს ცხოველი არ მოკვდება. როგორც ცნობილია, ამ რქიანი ცხოველის ყველაზე დიდი მტერი ადამიანია. მისი ძვირფასი რქიდან გამომდინარე, ხშირად ბრაკონიერების მსხვერპლები ხდებიან.


image





ადამიანების გარდა, მარტორქებს ველურ სამყაროშიც უწევთ სირთულეებთან გამკლავება. მათზე ხშირად ახორციელებენ თავდასხმას ვეფხვები, ლომები, ტურები და ბუფალოები...


ველური ბუნების ფოტოგრაფეს აქვთ უამრავი კადრი, სადაც მარტორქები იბრძვიან გადარჩენისთვის. ერთ-ერთ მომენტში ჩანს, თუ როგორ უმკლავდება მარტოხელა მარტორქა რამოდენიმე ლომს ერთდროულად...

image





ასევე არის კადრები, სადაც ჩანს მარტორქის მამაცობა. ის დამოუკიდებლად იცავ თავის შვილს სპილოების ჯოგისგან. შესაძლოა სპილო არ იყოს აგრესიული ცხოველი, თუმცა მარტორქა ყოველთვის ფრთხილობს და იცავს თავის ნაშიერს.


image




მარტორქებს უყვართ საკუთარი ტერიტორიების დაცვაც, ხშირად უტევენ მათ ბუფალოები, თუმცა ამაოდ... რადგან რამოდენიმე მარტორქა საკმარისია იმისთვის, რომ ბუფალოების ჯოგს წარმატებით გაუმკლავდნენ.


image





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ცხოვრება ინტერნეტამდე - ამ ილუსტრაციების საშუალებით წარსულში იმოგზაურებთ!

image




3 ყველაზე უცნაური ოჯახი მთელ მსოფლიოში

image




ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონდე 16 ემოციური ფოტო

image




11 სიმართლე, რომელიც წიგნებში არ წერია - მეტი განათლება არ გაწყენთ!

image



პირველი ქალი ექიმის საიდუმლო: რატომ მალავდა თავის ვინაობას

image




"სიყვარული ბრმაა!" - ჩვენი დღევანდელი სტატია ამას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს!

image




გაიცანით არას ბულუთ ინემლი - 14 საინტერესო ფაქტი "ორმოს" ვარსკვლავის იამაჩ ქოჩოვალის შესახებ

image







2
616
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
616
  
2020, 8 სექტემბერი, 19:48
"ბუფალო" ქართულად კამეჩია ! :)
2020, 8 სექტემბერი, 14:20
საინტერესო იყო , მარტორქის კანზე სხვა წარმოდგენა მქონდა :-)
0 1 2