x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138636
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512289
ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი რომ არ აქვს ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდით. თუმცა ეს ქალბატონი ამდენს თუ მოახერხებდა ვერავინ წარმოიდგენდა. 52 წლის ჯოანა უსარიმ 2000 დოლარად შეძენილი მიტოვებული თვითმფრინავი საოცარ სახლად გადააქცია. იხილეთ დეტალები ჩვენს დღევანდელ სტატიაში...


image








52 წლის ჯოან უსარიმ პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა თავისთვის ახალი სახლის მოძიება. თავდაპირველად ის ფიქრობდა ახალი სახლის შეძენაზე, თუმცა შემთხვევით მან ახალი მიზანი დაისახა, როდესაც მის ნათესავს ბობ ფარუს შეხვდა. ბობი გრივუდი აეროპორტის საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორი იყო და მან უსარის გამოუყენებელი "საჯართე" თვითმფრინავი Boeing 727 შესთავაზა, რომელიც სულ რაღაც 2000 დოლარის ღირებულებისა იყო. ქალბატონმა გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო და თვითმფრინავი იყიდა...


image





ჟოანის შემდეგი ნაბიჯი იყო გრინვუდის აეროპორტიდან თვითმფრინავის წაყვანა ბენუაში. ჯოანმა დაიქირავა სატრანსპორტო კომპანია 127 მეტრის სიგრძის თვითმფრინავის გადასატანად. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ბენუას ტბის პირას გადატანილ იქნა, სარემონტო სამუშაოები მაშინვე დაიწყო. სარემონტო პროცესი, რომელიც 1994 წლის დეკემბერში დაიწყო, ზუსტად 4 თვე გაგრძელდა. მან პირადად იზრუნა სარემონტო სამუშაოებზე და დახარჯა 24 000 დოლარი. შედეგი საოცარია...


image





განახლებული თვითმფრინავი გადაიქცა თანამედროვე სახლად. დისტანციურად მართვადი კიბეებით, სამი საძინებელი ოთახით, მისაღები ოთახით, სასადილო ოთახით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, პირადი აბაზანით, სამრეცხაოთი და მთავარი საძინებლით, ძველი Boeing 727 გახდა თანამედროვე და სასარგებლო სახლი. უფრო მეტიც, ძველ გამოუყენებელ კაბინას ახლა უკვე ჯაკუზის როლი ჰქონდა.
აქვს. გარდა ამ ყველაფრისა, ჯოანმა მომგებიანი საქმე გააკეთა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში სახლების საშუალო ფასი 200 000 დოლარი იყო, მან თითქმის 1/5 ფასში უფრო საოცარი სახლი შეიძინა. მას არ მოუწია იპოტეკური სესხების აღება და ა.შ


image





როდესაც ბოინგ 727 თანამედროვე სახლად გადაკეთდა, ამჯერად ჯოანმა მას სახელი დაარქვა. დონალდ ტრამპის $ 16 მილიონიანი კორპორატიული თვითმფრინავით შთაგონებულმა ჯოანმა მას "პატარა ტრამპი" დაარქვა. ამ იდეამ დიდი ყურადღება მიიპყრო მედიაში და გავრცელდა სატელევიზიო თოქშოუებში, როგორიცაა "Today Show" და "The David Letterman Show", რომელიც მაუწყებლობს ამერიკაში.


თვითმფრინავის სახლის პრესაში გავრცელების შემდეგ, ჯოანმა გადაწყვიტა ამ სიტუაციით ესარგებლა. 1999 წლის მაისში მან დაგეგმა თავისი სახლის გამოფენა საზოგადოებრივ სივრცეში 2 კილომეტრის მოშორებით გადაადგილებით. თუმცა ყველაფერმა ისე არ ჩაიარა, როგორც თავად ჰქონდა დაგეგმილი... სახლის თვითმფრინავი მოულოდნელად ჩამოვარდა გადამზიდ სატვირთოდან და სერიოზულად დაზიანდა. ქალბატონმა მისი შეკეთება სცადა, თუმცა ბოლომდე მიზანს ვერ მიაღწია. დღეს "პატარა ტრამპი" აღარ არსებობს, თუმცა არის სხვადასხვა მსგავსი სახლი, რომელიც ადამინის შთაგონების ძალამ შექმნა. მაგალითად, კოსტა-რიკას ტროპიკულ ტყეებში მდებარეობს თვითმფრინავისგან შექმნილი სასტუმრო, რომლის ნომრის ერთი ღამე 300 დოლარი ღირს.



დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!






>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები?


image



იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image



ცხოვრება ინტერნეტამდე - ამ ილუსტრაციების საშუალებით წარსულში იმოგზაურებთ!

image



3 ყველაზე უცნაური ოჯახი მთელ მსოფლიოში

image



11 სიმართლე, რომელიც წიგნებში არ წერია - მეტი განათლება არ გაწყენდათ (II ნაწილი)

image



ზოგჯერ ბუნებაც დაუნდობელია - 17 ფოტო ველური სამყაროდან!

image



ბავშვების გამოყენებით შესრულებული სატანისტური რიტუალები, რომლებიც ბევრ ქვეყანაშია დადასტურებული

image



იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა 27 წლის წინ კორონავირუსი და კობი ბრაიანტის სიკვდილი?

image





1
918
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
918
  
2020, 19 სექტემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1