საბუნებისმეტყველო საიდუმლოებებით მოცული ბუდე, რომელიც Philetairus socius -ების მიერ არის აშენებული! 2016, 8 თებერვალი, 16:26 ბუდე — ნაგებობა, რომელსაც ცხოველი იშენებს შთამომავლობის გამოსაზრდელად ან თავშესაფრად. გამრავლებისათვის გამოსაყენებელი ბუდე ნაირგვარია. მაგ., ობობას ბუდე ქსლისაგან მოქსოვილი პარკია, მარტოულიკრაზანისა — მიწის უჯრედები, რომლებიც ერთიმეორესთან შეწებებულია ნერწყვით. ორაგული ქვირითს ფლავს კენჭებიან გრუნტში, სამნემსა მახათა — ბურთისებურ ბუდეში, რომელსაც წყალმცენარეებისაგან იშენებს. ფილომედუზა ქვირითს ყრის მილივით დახვეულ ფოთოლში. კუ და ნიანგი კვერცხებს ფლავენ მიწაში. ხოხბის, როჭოს, ტყის ქათმის ბუდე მარტივი ორმოა, რომელშიც მცირეოდენი საფენია. ჭინჭრაქასა და რემეზის ბუდეები ბურთისებურია. გვრიტი ფიჩხისაგან იკეთებს მარტის ბუდეს, რომელშიც კვერცხები ქვემოდან მოჩანს. ორბის ბუდე რამდენიმე ქვით და ფიჩხის ნამტვრევებითაა შემოფარგლული. რთულ ბუდეს იშენებს სოფლის მერცხალი, რომელიც ტალაცის კოშტებს ნერწყვით ამაგრებს აივნის ჭერსა და სხვა მსგავს ადგილებში. სალანგანის ბუდეს, რომელიც ჰაერზე გამკვრივებული ნერწყვისაგან შედგება, სამხრეთ აზიის მცხოვრებნი საკვებად იყენებენ. ჰამაკის მსგავს ბუდეს იკეთებს მოლაღური. ფიჩხის ნამტვრევებისა და ჩალაბულისაგანაა აშენებული შაშვის ბუდე, რომელიც შიგნიდან ტალახითაა გალესილი. ციყვის ბუდე აშენებულია ბალახბულახის, ბუმბულოვანი საფენისა და სხვა მასალისაგან. თახვი „ქოხს“ იშენებს ხის ტოტებისა და შლამისაგან. ცხოველების უმრავლესობა ბუდეს თავისთვის იშენებს. კოლონიური ბუდეები აქვთ „საზოგადოებრივ“ მწერებს: ფუტკრებს, კრაზანებს, ჭიანჭსელებს და სხვა.
ახლა გაჩვენებთ ფოტოებს wilkinsonsworld-ის ენციკლოპეტიიდან.მათ შთაგონების ძალას საზღვარი არ აქვს, წარმოუდგენელი დიზაინით აგებული ბუდეები ამ ფრინველებს ეკუთვნით, ისინი დედაბუნების საუკეთესო დიზაინერები არიან. Philetairus socius- ეს ის ფრინველია, რომელსაც შეიძლება დედაბუნების დიზაინერი ვუწოდოთ. კომუნიკაბელურ უივერად ცნობილი ფრინველი ცხოვრობს მხოლოდ ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკაში და ბოცვანაში. კომუნიკაბელური უივერები ცხოვრობენ კომუნებად, თემებად. ერთობლივად ისინი გიგანტურ ბუდეებს ქსოვენ.... Philetairus socius-ის სახელწოდების ფრინველები ცხოვრობენ კორპუსისებურ ბუდეებში, რომელსაც დამოუკიდებლად ქსოვენ, არ ახასიათებთ განცალკევება. ერთი მოქსოვილი ბუდე, 100 წლის მანძილზე რამოდენიმე თაობას მასპინძლობს. ზოგიერთი ხე ვერ უძლებს ამ ფრინველების ბუდის წონას და ირხევა... უივერები ბუდის მშენებლობისთვის იყენებენ კვერთხს, ტალახს და სუროს. ბუდეს შესასვლელი ყოველთვის ქვემოდან აქვს. შთაგონების ოსტატები რათქმაუნდა ძალიან ჭკვიანები არიან. მათ მტაცებლების და ქვეწარმავლების წინააღმდეგ მომზადებული აქვთ სპეციალური გვირაბები. გვირაბებში რამოდენიმე ხაფანგია მომზადებული, უსაფრთხოების სისტემად იყენებენ წვეტიანი ტამპონებს, რომლებიც საკმაოდ მჭრელი და მხვრეტავები არიან. იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2220 15-ს მოსწონს
|