x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მოშიშვლებული მკერდი, გამჭირვალე კაბების ნაცვლად: ვარსკვლავების 10 ყველაზე თამამი სამოსი

image


შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს თამამი სამოსის ტარება უკვე დიდი ხანია რაც არანაირ უხერხულობასა და დისკომფორტის გრძნობას არ უქმნით, ვინაიდან ბრწყინვალედ ხვდებიან რომ მოკრძალებულ სამოსში გამოწყობილებს, მოშიშვლებულ კოლეგებთან შედარებით, პრესის ყურადღების ცენტრში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად ნული აქვთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სელებრითებს შორის "შიშველ" კაბებზე განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა დღესდღეობით, ეს ტრენდიც უკვე წარსულში დარჩა, ვარსკვლავები ახლა უფრო უფრო შორს წავიდნენ და გადაწყვიტეს, რომ გამჭირვალე კაბებთან შედარებით, მკერდის მოშიშვლება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. სხვათა შორის, ამ ე.წ ახალ ტრენდს სახელიც კი გააჩნია - "side boob" -ი.


image


ჯენიფერ ლოურენსის ამ გვერდებში ჩაჭრილმა საღამოს კაბამ გარშემომყოფებში მთელი მისი "ღირსებების" სრული დემონსტრირება მოახდინა.


image


სავარაუდოდ, ანალოგიური ისტორია შეემთხვა ენ ჰეთევეისაც - როდესაც ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი კოქტეილის კაბის პიკანტურობის დონე ვერ გათვალა.



image


რაც შეეხება, ეპატაჟურ ლინდსი ლოჰანს, მას საკუთარი პერსონის მიმართ, ყურადღების მიქცევა განსაკუთრებულად უყვარს, მათ შორის, თავისი პროვოკაციული სამოსის წყალობითაც.


image


გერმანელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი მიქაელა შეფერი სამოსის შერჩევისას განსაკუთრებული მოკრძალებულობით არასოდეს გამოირჩეოდა - მისი საღამოს კაბები ვარსკვლავის მკერდს არა მხოლოდ მთლიანად აშიშვლებს, არამედ მისი სხეულის არც ერთ პიკანტურ ადგილს შეუმჩნეველს არ ტოვებს!



image


კარდაშიან - ჯენერის კლანი "side boob" -ის თვალსაზრისით, მსოფლიოს სხვა ლამაზმანებთან შედარებით ბევრად უფრო წინ არის, თამამი სამოსი დებს შორის ყველაზე მოკრძალებულმა, ცნობილმა ტოპ – მოდელმა კენდალ ჯენერმაც კი მოირგო.


image


ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად მოდელს, კრისი ტეიგენს არა მხოლოდ იღლიებამდე შეხსნილი ეპატაჟური კაბები, არამედ გამომწვევი დეკოლტეებიც არანაკლებ ხიბლავს.


image


თუ ჩვენი ათეულის დანარჩენი გმირები ასეთ პროვოკაციულ კაბებში თავს სრულიად კომფორტულად გრძნობენ, სუპერმოდელი ბელა ჰადიდი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე დიზაინერ Alexandre Vauthier-ის საკმაოდ თამამ ატლასის კაბაში, რომელსაც "ყველაზე სკანდალური კაბა" უწოდეს, თავს არც თუ კომფორტულად გრძნობდა.

image


მომღერალი სიარა თანამედროვეობის ერთ – ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად ითვლება, რომელიც ამის ხაზგასმას ყოველთვის თავისი სექსუალური სამოსით ცდილობს.


image


ათეულის მიღმა არც კაილი ჯენერი დარჩა, თუმცა, ტელევარსკვლავის გარდერობში ბევრად უფრო თამამი სამოსიც გხვდება, მათ შორის ე.წ. "შიშველი კაბები".



image


სელებრითებს შორის "side boob"-ი იმდენად გავრცელებული და ტრენდულია, რომ შეუძლებელია მისთვის გვერდი ისეთ მოკძალებულ და თავშეკავებული სტილის მოყვარულ ვარსკვლავსაც კი აევლო როგორიც როზამუნდა პაიკია.






0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
209