ქალის მოხიბვლა არა არის რთული თუ იცი როგორ მიუდგე მას.მაგრამ თუ თქვენ გადამწყვეტ მომენტში შეცდომას დაუშვებთ, ამის შანსს დაკარგავთ. ყველა ქალი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს მამაკაცს.
არის რამდენიმე თვისება, რასაც ქალები ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას : თავდაჯერებულობა, ჭკუა, იუმორი, არასდროს ზედმეტად არ იტრაბახოთ, არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი მორიდებულობა, არ გაწელოთ ურთიერთობის განვითარება, გოგოს გაცნობის მიზნით მიდით მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ილაპარაკეთ მხოლოდ სასიამოვნო თემებზე, გაითვალისწინეთ მისთვის საინტერესო თემები.
ქალები მამაკაცს 40 - 60 წამში აფასებენ. პირველ რიგში კი ყურადღებას აქცევენ მამაკაცის მეტყველებას, მის თვალებს, თმის ვარცხნილობას, ხელებს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს,
ქალებს აქვთ ზებუნებრივი ნიჭი მიხვდნენ როდის ატყუებენ. ტყუილს დიდი ხნით იმახსოვრებენ. გოგოს მოხიბვლა თუ გინდათ არ დაიწყოთ ტრაბახი. გამოუტყდით მას რომ ის ერთადერთია ვისთანაც შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ, დასახულ მიზანთან მით უფრო ახლოს ხართ რაც უფრო მეტს იცინის თქვენს გვერდით. ამ მომენტში ყველაზე მეტად იღებენ კაცის კომპლიმენტებს.
სამი შეცდომა რასაც მამაკაცტა უმრავლესობა უშვებს : უყურადღებობა, გაუბედაობა, ტრაბახი.
ყველა ქალი ინდივიდუალურია და რა სურთ ქალებს, ამ კითხვაზე პასუხი მამაკაცებისთვის კვლავ თავსატეხად რჩება.