საზოგადოება თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული აპირებს შვედეთს თავშესაფარი სთხოვოს 2020, 5 აგვისტო, 16:45 ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად თვლის, აპირებს შვედეთს თავშესაფარს სთხოვს, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეჭვი მაქვს, რომ ჩემზე საქმეს კერავენ, არ ვიცი ვინ კერავს. იმიტომ, რომ ჩემი პირადი მობილური ჩემი კონტენტია, ზოგადად მე ადმინისტრაციული კოდექსით, მაქვს უფლება გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე, ამ მიზეზის გამო მივედი და მითხრეს, რომ მოსამართლის განჩინებით ამოიღეს. მე დღესაც მივალ და მოვითხოვ ჩემს მობილურს, რადგან იქ მაქვს ჩემი პირადი ინფორმაცია, ასევე მიდევს ჩიპი 120 გიგაბაიტიანი და სხვა მონაცემებიც მაქვს. თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, მირჩიეს, წავიდე შვედეთში, რადგან ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავშესაფარი მოვითხოვო, შესაძლოა, კამერები დავაყენო სახლის არეალთან“, -აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე. გუშინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩანა ლობჟანიძესთან ესკლუზიური ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საკუთარ თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის შეყვარებულს უწოდებს. მისი თქმით, არ სჯერა, რომ თამარმა თავი მოიკლა, უფრო მეტიც, შესაძლოა, თამარი ცოცხალიც კი იყოს და მანქანაში სხვისი ცხედარი ესვენა. “არ იყო თამართან ურთიერთობაში შესვლა მარტივი, არც გოგოსთვის და არც ბიჭისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ქედმაღალი იყო, ჩემ მიმართ არ ვამბობ, უბრალოდ ასე მარტივად ვერ გაესაუბრებოდი. თამარი უნივერსიტეტში გავიცანი, ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნმა, რომელსაც ლექციის დროს კითხულობდა ხოლმე, ეს იყო ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“. რადგან ეს წიგნი არ არის მარტივი წიგნი, ამიტომ დავინტერესდი მისით. როცა ერთმანეთს ვნახულობდით უნივერსიტეტში, ვხვდებოდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ბოლოს 19 ივნისს ვნახე, დაბადების დღე ორივეს ერთ დღეს გვაქვს. ერთად აღვნიშნეთ დაბადების დღე, ვიყავით ლისის ტბასთან, შემდეგ ძველ თბილისში. თამარი დადებითად იყო განწყობილი, ბევრი რამ ვისაუბრეთ იმ დღეს, გეგმების შესახებაც, მათ შორის სამსახურიდან წამოსვლაზეც. თამარს უნდოდა ისევ საფრანგეთში წასვლა და კიბერუსაფრთხოებაზე სწავლა. შევნიშნე, რომ რაღაცას შორს ფიქრობდა, თითქოს რაღაცას გეგმავდა, ვუყურებდი თამარს და ვატყობდი, რომ შორს ფიქრობდა, თუმცა, როდესაც რამეს ვეკითხებოდი მპასუხობდა. სამსახურის შესახებაც ვიცოდი, "ზეგში" მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თამუნასთან სამსახურში არ ვყოფილვარ, ვიცოდი სადაც მუშაობდა და ვენდობოდი. ჩვენ არ გვქონია ასეთი ურთიერთობები, არ ვიღებდით საერთო სელფებს. ჩვენ ამ ურთიერთობის შესახებ არც ვსაუბრობდით რეალურად. მე და თამარს არ გვყავდა საერთო მეგობრებიც, თუმცა, თამარმა გამაცნო მისი მეგობრები, ასევე ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ თამარის შესახებ. დაბადების დღეზე ერთმანეთს საღამოს 11 საათისკენ დავშორდით, მე ტაქსით დავბრუნდი სახლში, თამარი თავისი მანქანით წავიდა. მე თვითონ პროგრამული ინჟინერი ვარ, ხელოვნურ ინტელექტზე ვმუშაობ. ასევე ვიცოდი თამუნას მეორე სამსახურის შესახებაც, სადაც დისტანციურად მუშაობდა 10 თვე, თებერვალში დატოვა ეს კომპანია."-ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე. 69 3-ს მოსწონს
|