საზოგადოება "ფრონტერას" დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნით აქციას მართავენ 2020, 4 აგვისტო, 13:27 . ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ დედოფლისწყაროს საბადოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 11 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. . 87 თანამშრომელს გასული წლის დეკემბერში კომპანიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად მათ სახელფასო დავალიანება ისევ არ მიუღიათ. ერთერთმა მათგანმა რამდენიმე კვირის წინ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. . ამჯერად კომპანიამ მუშაობა განაახლა და გასულ წელს მოგროვილი ნედლეულის საბადოდან გატანა დაიწყო.
თანამშრომლებთან შესახვედრად არავინ გამოსულა, ამდენად აქციის მონაწილეებისთვის უცნობი დარჩა, როდის დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
37 შეფასება არ არის
|