x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რეალური ადამიანების ისტორიები, რომლებიც უსულო საგნებზე დაქორწინდნენ
სიყვარულის მრავალი ფორმა არსებობს, ზოგი ადამიანისთვის კი სიყვარული არა ადამიანთან, არამედ ნივთთან ასოცირდება, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსულო ნივთებზე ქორწინდებიან:


1. ჯოდი როუზი და ხიდი

image

როდესაც ჯოდი მე-14 საუკუნის ხიდს შეხვდა სამხრეთ საფრანგეთში, მაშინვე შეუყვარდა, მოგვიანებით მასზე იქორწინა კიდეც, ცერემონიას კი 14 ადამიანი დაესწრო.




2. ლი ცინ გიუ და ბალიში

image

იმაზე უკეთესი ხომ არაფერია ვიდრე ეხუტებოდე საყვარელ ადამიანს, ალბათ ჩინელმა ლი ცინ გიუმაც ასე იფიქრა და თავის საყვარელ ბალიშზე იქორწინა, რომელზეც ხშირად საყვარელი ანიმეს პერსონაჟები იყვნენ გამოსახული.



3. ემა მაკკეიბი და ხეimage
ემამ ალვის ხეს სახელიც დაარქვა და განაცხადა, რომ მასე დაქორწინება სურს, მათ ხომ ემოციური კავშირი აქვთ და გარდა ამისა შესანიშნავი სექსი.(!!!)



4. ლორენ ედკინსი და მუყაოს ედვარდ კალენი

image

ვამპირული საგის სერიები ბევრ თინეიჯერს უყვარდა და ახლაც უყვარს, მაგრამ მგონი ცოტა თუ დაქორწინებულა მუყაოს ფიგურაზე.



5. კეროლ სანტა ფე და რკინიგზის სადგური

image

როდესაც კეროლი 9 წლის იყო, თავის პირველ სიყვარულს შეხვდა, კერძოდ კი რკინიგზის სადგურს სან დიეგოში, 46 წლის ასაკში კი “ცოლად გაყვა'' საზოგადოებრივ ადგილს და გვარიც შეიცვალა.



6. ტრეისი ემინი და ქვა

image

მხატვარ ტრეისი ემინს დიდი ქვა შეუყვარდა თავისი ბაღიდან და მასზე იქორწინა კიდეც. მართალია “ქმარი'' დიდი მოსაუბრე არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ მოსმენა შეუძლია.




0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0