x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს უნდა იცოდეთ: 9 სახის ტკივილი, რომელიც სხეულის სულ სხვა ნაწილში არსებულ პრობლემზე მიგვითითებს

image


ტკივილსა და არასასიამოვნო შეგრძნებებს უყურადღებოდ ნურასოდეს დატოვებთ. ეს ინფორმაცია თქვენ უკეთ დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რა სჭირს თქვენს ორგანიზმს და აუცილებლობის შემთხვეაში, შესაბამისს დაწესებულებასაც დროულად მიმართოთ. იცოდით, რომ ზოგჯერ სხეულის ერთ, რომელიმე კონკრეტულ ნაწილში არსებულ ტკივილს მასთან საერთო რომ არაფერი აქვს? ფანტომური ტკივილი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც სხეულის ერთ ორგანოზე არსებული პრობლემა, სულ სხვა ადგილას აისახება.





ტკივილის მიზეზები




image




  • გული




image


თუ გულის პრობლემები გაქვთ, შეიძლება გულმკერდის არეში, უშუალოდ გულის გარშემო ტკივილი იგრძნოთ, ამასთან, შესაძლებელია რეფლექსურიც, რომელიც როგორც წესი, მარცხენა ხელში ან ზურგის შუა ნაწილში გადაიცემა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გულის ტკივილი ხშირად სხეულის იმ ნაწილში გამოიხატება, სადაც იმპულსები ზურგის ტვინს გადაეცემა, რომელიც გულის არეში იგრძნობა. განსაკუთრებით კი ეს მარცხენა მხარეს ეხება. გულთან დაკავშირებული ნებისმიერი ტკივილი შეიძლება სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ამიტომ ნუღარ დააყოვნებთ და ექიმს დროულად მიმართეთ.







  • ფილტვები და დიაფრაგმა



image


კისრის ერთ მხარეს ან მხრის არეში გამოხატული ძლიერი ტკივილი შესაძლოა ფილტვებთან და დიაფრაგმასთან იყოს კავშირში. აღნიშნული ტკივილი, როგორც წესი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების ან დიაფრაგმის ნერვის გამო ჩნდება, რომელიც ხერხემლიდან მოდის. ასე რომ, ამ სიმპტომების უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, უმჯობესია თუ კონსულტაციას ექიმთან დროულად გაივლით.





  • ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი


image


ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებმა შესაძლოა ტკივილი კისრისა და მხრების არეში, და ასევე სხეულის მარჯვენა დვრილის ქვეშ გამოიწვიოს. ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების დროს ტკივილი ხშირად ბეჭის არეშიც გადაიცემა. ასეთი გამოხატული ტკივილი კი ერთი შეხედვით დიაფრაგმულს მოგაგონებთ, ვინაიდან ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი დიაფრაგმას აწვებიან. საკუთარ სხეულს თქვენ უკეთ იცნობთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კისრის არეში ჩვეულებრივ დაძაბულობასა და ძლიერ ტკივილს შორის არსებულ განსხვავებას. თუ ეჭვი რეფლექსურ ტკივილზე გაქვთ, უმჯობესია თუ სპეციალისტს მიმართავთ.





  • კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი




image


ტკივილი სხეულის წინა და უკანა ნაწილის ორივე არეში შეიძლება კუჭისა ან კუჭქვეშა ჯირკვლიდაავადებებზე მიუთითებდეს. მწვავე პანკრეატიტიდროს პაციენტთა დაახლოებით ნახევარზე მეტი ტკივილს ზურგის არეში განიცდის. ამ დროს ადამიანმა უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი შეიძლება მუცლის ღრუში, კერძოდ კი, სხეულის ზედა მეოთხედშიც იგრძონს. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილებს, რათა თავიდან აიცილოთ კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული გართულებები.





  • წვრილი ნაწლავი



image


თუ თქვენ წვრილი ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, შეიძლება ტკივილს ჭიპის არეში განიცდიდეთ. ეს უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა ანთებაზე, ნაწლავის სპაზმზე და სხვა ფუნქციურ დარღვევებზე მიუთითებდეს. ასეთი სახის ფანტომური ტკივილი ექიმს მუცლის ტკივილის წყაროს განსაზღვრაში დაეხმარება, ამიტომ ვიზიტისას უმჯობესი იქნება თუკი დისკომფორტის ადგილს ზუსტად დააკონკრეტებთ.





  • ნაწლავები და აპენდიქსი



image


აპენდიციტთან და ნაწლავებთან დაკავშირებული ტკივილები ხშირად მუცლის გარკვეულ ნაწილში გადაიცემა. მარჯვენა თეძოს ფოსოში არსებულმა ტკივილმა ეჭვი პირველ რიგში, სწორედ აპენდიციტზე უნდა გაგიჩინოთ, და ზოგადად, გახსოვდეთ, რომ აპენდიციტის ყველაზე საყურადღებო სიმპტომი მუცლის ტკივილია, რომელიც საკმაოდ სპეციფიკურია. თავდაპირველად ის თავს ეპიგასტრიუმის არეში იჩენს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მარჯვენა თეძოს ფოსოში გადაინაცვლებს და იქვე რჩება. მწვავე ქირურგიული დაავადების მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროს. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო იოლი იქნება პრობლემის მოგვარება. ასე, რომ გაითვალისწინეთ - დაგვიანება გართულების რისკს ზრდის.





  • თირკმელები



image


თირკმელების პრობლემებთან დაკავშირებულმა ტკივილმა შესაძლოა თავი მთელი სხეულის მასშტაბით - მათ შორის წელის (ტანის ზედა ნაწილი ზურგსა და გავას შორის) მუცლის, მენჯისა და ფეხის ზედა ნაწილში იჩინოს. გაითვალიწინეთ, რომ ტკივილი წელისა და ნეკნების ქვემოთ, თეძოს არეში შესაძლოა თირკმელების პრობლემებზე მიუთითებდეს.





  • შარდის ბუშტი




image


თუ თქვენ შარდის ბუშტთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში არ გაქვთ, მენჯის ქვედა, წინა ან უკანა ნაწილში ტკივილს აუცილებლად იგრძნობთ .გამომდინარე იქიდან რომ შარდის ბუშტი, ზურგის ქვედა ნაწილში მდებარეობს, ინფექციამ ამ ორგანოში შესაძლოა რეფლექსური ტკივილი სწორედ წელის არეში გამოიწვიოს. შარდის ბუშტთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა არსებობს, რომლის დროსაც ტკივილს, როგორც წესი თან სხვა სიმპტომებიც ახლავს. ასეთ შემთხვევაში კი, უმჯობესია შესაბამისი ანალიზების დროულად ჩატარება, რათა აღნიშნული სიმპტომების რეალური მიზეზი დადგინდეს.





  • საკვერცხეები



image


საკვერცხეების პრობლემებმა შეიძლება ტკივილი მუცლის ორივე მხარეს გამოიწვიოს. საკვერცხის კისტას როგორ წესი მკვეთრი, მჩხვლეტავი ტკივილი ახასიათებს, რომელიც ძირითადად მუცლის ერთ მხარეს აღინიშნება. გახსოვდეთ, საკვერცხის კიბო - სერიოზული დაავადებაა, და ნებისმიერი ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ექიმთან გადაუდებელ ვიზიტს საჭიროებს.





0
552
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
552