x
image
klopka
მშობლებს დაავიწყდათ, როგორ ეთამაშონ შვილებს

imageბოლო დროინდელი გამოკვლევების
თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე მშობელი ამბობს, რომ დაავიწყდა, „როგორ ეთამაშოს
შვილებს“. ყოველი მესამე მშობელი თვლის, რომ მოსაწყენია ბავშვებთან თამაში, სხვები
ამისთვის დროს ვერ პოულობენ ან არასდროს მოსვლიათ აზრად ბავშვთან თამაში. ამ გამოკვლევებთან
დაკავშირებით სამედიცინო კლინიკის ფსიქოლოგი, პროფესორი ტანია ბაირონი აღნიშნავს:
„იმისათვის, რომ მშობლებსა და შვილებს შორის თამაში დამხმარე აღმოჩნდეს ბავშვისთვის,
საჭიროა 4 რამ: თამაშის დროს ბავშვმა უნდა ისწავლოს ახალ-ახალი რაღაცები, განივითაროს
წარმოსახვის უნარი, ისწავლოს ქცევის წესები და სხვებთან საუბარი“. მართალია, სამიდან
ერთი მშობელი ბავშვებთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, მაგრამ ბიჭების დიდ
უმრავლესობას მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მშობლების თანდასწრებით მათი თამაში.
5—15 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლებთან ერთად ურჩევნიათ, ითამაშონ მაგიდის თამაშები
(ჭადრაკი, ნარდი და სხვა) და თამაშები ღია ცის ქვეშ.

1
42
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
42
  
2012, 17 აგვისტო, 13:18
მართალია
0 1 1