საზოგადოებრივი ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა 2020, 1 აგვისტო, 11:29 უძველესი ჰომო საპიენსის ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ნაშთები აფრიკაშია აღმოჩენილი, კერძოდ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში, ესპანეთის საზღვრიდან არც ისე შორს, ჯებელ ირჰუდში. რიგით მეორე უძველესი ნარჩენები აფრიკის ჰომო საპიენსებისა აღმოჩენილია ეთიოპიაში ორ სხვადასხვა ადგილას - ჰერთოში და ომო კიბიშში, აქედან ერთი დათარიღებულია 195, 000 წლით, ხოლო მეორე 160, 000 წლით. 2019 წლის კვლევით დადგინდა, რომ ევრაზიაში უძველესი ჰომო საპიენსები ცხოვრობდნენ უკვე 210, 000 წლის წინ. ეს აღმოჩენა გაკეთდა საბერძნეთში, აპიდიმას გამოქვაბულში. ევრაზიაში რიგით მეორე უძველესი განსახლების ტერიტორია, რაც 2020 წლამდეა აღმოჩენილი, მდებარეობდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელის ტერიტორიაზე, კარმელის მთებში მდებარე მისლიიას გამოქვაბულში. ისრაელში აღმოჩენილი ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ნაშთი, რომელიც მოიცავს ერთი ადამიანის ზედა ყბის ძვალს, რომელზეც შერჩენილია 8 კბილი, დათარიღებულია ძვ.წ. 193, 000 - 158, 000 წლებით. ავსტრალიაში ადამიანები უკვე 65, 000 წლის წინ სახლობდნენ, ხოლო ინდოენზიის კუნძულ სუმატრაზე აღმოჩენამ ცხადყო, რომ ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულებზე ჰომო საპიენსები უკვე ცხოვრობდნენ ძვ.წ. 70, 000 წლიდან. რაც შეეხება ჩინეთს, აქ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა 2015 წელს. სამხრეთ ჩინეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა ჰომო საპიენსების 47 კბილი, რომლებიც დათარიღდა ძვ.წ. 120, 000-დან ძვ.წ. 80, 000 წლამდე, რაც ცხადჰყოფს, რომ საშუალოდ 100, 000 წლის წინ ჩინეთში უკვე სახლობდნენ ანატომიურად თანამედროვე ადამიანები. ისრაელის აღმოჩენა ამგვარად მოხდა - 2000-იან წლებში არქეოლოგმა მინა ვეინშტაინ-ევრონმა ჰაიფას უნივერსიტეტიდან და პალეონთროპოლოგმა ისრაელ ჰერშკოვიცმა, თელ-ავივის უნივერსიტეტიდან დაიწყეს ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულების არქეოლოგიური შესწავლა რომ აღმოეჩინათ როგორც თავად ამბობენ "უადრესი თანამედროვე ადამიანების კვალი ჩვენი განვითარების საწყისების უკეთ გასარკვევად". 2002 წელს მათმა გინდმა მიაგნო კიდეც ძველი ჰომო საპიენსების ნაშთებს კარმელის მთების უმაღლეს ადგილებში მდებარე გამოქვაბულ მისლიიაში. წყარო: theguardian.com წყარო 2: nature.com კრებულები:1. პროტო-ქართული ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე38 1-ს მოსწონს
|