სხვა ღალატი „გარანტიით“ 2012, 17 აგვისტო, 12:45 დავის საგნად ქცეული გაცნობის ინტერნეტ-საიტი, რომელიც თავის სერვისს ხუთ ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებელს, ასეთი სლოგანით იზიდავს მათ: „სიცოცხლე ხანმოკლეა, გააბით რომანი!“ ამ საიტის დამფუძნებლის თქმით, ეს მომსახურება არ უბიძგებს წყვილებს ცოლქმრული ღალატისკენ, რადგან ამ საიტის მომხმარებლებს „მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი“ ღალატის ჩადენა, სანამ ამ საიტს მიმართავდნენ. «ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ იქმნება, როცა სხვები იგებენ ცოლქმრული ღალატის შესახებ. ჩვენი სერვისის მეშვეობით მას, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება სურს, შეუძლია ეს დიდი სიფრთხილით გააკეთოს, — ამბობს საიტის დამფუძნებელი. — ჩვენ საფუძველს კი არ ვუყრით ღალატს, არამედ მომხმარებელს ვთავაზობთ ღალატს „გარანტიით“». ამჟამად ამ ინტერნეტ-საიტს ჰყავს 6, 4 მილიონი მომხმარებელი, რითაც მისი შემქმნელები ამაყობენ. 80 4-ს მოსწონს
|