x
image
_K_
ასეთი გარეგნობა აქამდე სირცხვილად მიიჩნეოდა, 2020 წელს კი პოპულარული გახდა
image

ბევრი ქალი ეძებს ნაკლს საკუთარ გარეგნობაში: ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან თხელი თმა ან ცუდი კანი აქვთ. საბედნიეროდ, აღარ არსებობს სილამაზის უნივერსალური სტანდარტი და დღესდღეობით ყველა ქალი უნიკალურად მიიჩნევა.


ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი თავი და დააფასოს საკუთარი გარეგნობა. სტატიაში წარმოგიდგენთ 8 ფიზიკურ ნიშანს, რაც ადრე სირცხვილად მიიჩნეოდა, 2020 წელს კი პოპულარული გახდა. სტატიის ბოლოს შემოთავაზებული ბონუსი ნოსტალგიას გაგრძნობინებთ.







ღია ფერის შეუღებავი თმა

წარსულში ხორბლისფერი თმის ფერი მოსაწყენად მიიჩნეოდა და ქალები ასეთ თმას იღებავდნენ. დღეს რაც უფრო ბუნებრივია ქალი, უფრო მიმზიდველია ის, ამიტომაც ასეთი თმის ფერი კვლავ პოპულარული გახდა. მაგალითად ჯენიფერ ლოპეზს დღეს ამ ფერის თმა აქვს. აღსანიშნავია, რომ თმის ეს ფერი სახის ნაკვთებსაც უსვამს ხაზს და ასაკობრივი ცვლილება იმდენად აშკარა აღარ ჩანს.


image






ვარდისფერი ლოყები

დღეს გოგონები ამაყობენ პუტკუნა, ვარდისფერი ლოყებით. ეს მათ აახალგაზრდავებთ. არაერთი სელებრითი აფასებს ასეთ ლოყებს და უარს ამბობს პლასტიკურ ჩარევაზე, მაგალითად ჯიჯი ჰადიდი.


image






ჭაღარა თმა

დიზაინერები პატივს სცემენ ქალებს, რომლებიც წესებს არ ემორჩილებიან და საკუთარ სტანდარტებს ქმნიან. თმის და კანის სილამაზისთვის აუცილებელია, ის მბზინვარე, ნაზი და მოვლილი იყოს. მერე რა, თუ თმაში ჭაღარა იქნება გარეული! ბევრი ვარსკვლავი, რომელიც 40 წლისაც არაა, უარს ამბობს ჭაღარა თმის შეღებვაზე.

image






ბუნებრივი ტუჩები

არც ისე დიდი ხნის წინ ქალები დიდი ტუჩების ქონაზე ოცნებობდნენ, მაგრამ დღეს ეს ტრენდული აღარაა. მათ სურთ, სარკეში ჩახედვისას ბუნებრივ გამოსახულებას ხედავდნენ. გარდა ამისა, კაცებსაც უფრო მეტად ბუნებრივი ტუჩები მოსწონთ.

image






არაიდეალური კანის ფერი

კარდაშიანისებური სახის კანის დაკონტურების ტრენდი წარსულში დარჩა. დღეს რაც უფრო ბუნებრივია ქალის გარეგნობა (როგორც მეგან მარკლი), მით უფრო პოპულარულია ის. ვიზაჟისტები მაკიაჟს მოვარდისფრო ბლაშებსაც კი ამატებენ, რათა კანი უფრო ბუნებრივი ჩანდეს.

image






ჭორფლები

ჭორფლები გაზაფხულის კლასიკური ტრენდია. უკვე ის ქალები, ვისაც ბუნებრივად არ აქვთ ჭორფლები, იხატავენ მას. გარდა ამისა, დღესდღეობით ინსტაგრამზე უამრავი ჭორფლების მქონე ფილტრი გამოჩნდა და პოპულარული გახდა. ასე რომ, თუ ბუნებამ ნატურალური ლაქებით დაგასაჩუქრათ, არ გაბედოთ მისი დაფარვა!

image






დიდი ბარძაყები

გამხდარი სხეულის რამდენიმეწლიანი პოპულარობის შემდეგ დადგა დრო, როცა დიდბარძაყიანი ქალები გახდნენ ცნობილები. მათ შორისაა კიმ კარდაშიანი, კაილი ჯენერი, ჯენიფერ ლოპეზი, ბიონსე და სხვა არაერთი ვარსკვლავი. გვჯერა, რომ ასეთი ფორმები კიდევ დიდ ხანს იქნება ტრენდული.


image






ბუნებრივი ფრჩხილები

არც ისე დიდი ხნის წინ ქალი, რომელსაც მანიკური არ ჰქონდა, მოუვლელად მიიჩნეოდა. თუმცა, 2020 წელს ექიმებმა, ეკო-აქტივისტებმა და ფრჩხილის დიზაინერებმა ეს ხედვა შეცვალეს.


მანიკური ფრჩხილებს მტვრევადს ხდის. მის ყოველ მოშორებაზე იშორებთ ფრჩხილის ზედა, თხელ ფენას. შილაქის გაშრობა ულტრაიისფერი სხივებით კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უარი უნდა ვუთხრათ ამ პროცედურას. ადამიანების უმეტესობამ იცის, რა მნიშვნელოვანია ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა, ის ხომ კანის დაბერებას აჩქარებს.


image






ბონუსი: დაკერებული კაბა სიღარიბის სიმბოლო აღარ არის.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დღესდღეობით დაკერებული პრინტის მქონე კაბებს ცნობილი დიზაინერების კოლექციებში შევხვდებით. ვერ უარვყოფთ, რომ მათი შეხედვა ნოსტალგიის გრძნობას გვიღვივებს.


image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს

image
2. როგორ წარმოუდგენიათ "იდეალური" ქალი მსოფლიოს 11 ქვეყანაში
image
3. ინტერნეტ მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელები გამოავლინეს
image
4. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები
image
5. იდეალური სახის მქონე ვარსკვლავები ოქროს კვეთის მიხედვით
image
0
530
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0