x
image
_K_
როგორ წარმოუდგენიათ "იდეალური" ქალი მსოფლიოს 11 ქვეყანაში
imageმსოფლიოში მილიონობით განსხვავებული გარეგნობის ქალი ცხოვრობს, მაღალი და დაბალი, გამხდარი და სავსე ფორმებით და ა.შ. გასაკვირი არ არის, რომ ყოველ ქვეყანას თავისი სილამაზის სტანდარტი აქვს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება. მათგან ზოგიერთი კი ჩვენთვის საკმაოდ უჩვეულო რამეებში ხედავენ სილამაზეს.

სტატიაში გაგაცნობთ 11 ქვეყანას, რომელსაც ქალის სილამაზის უჩვეულო აღქმა აქვთ.






11. ირლანდია

ჩვეულებრივ, ტიპიურ ირლანდიელ ქალს სქელი წარბები, ღია ფერის კანი და თხელი ტუჩები აქვს. თუმცა, მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ფართო შუბლი, მწვანე თვალები, ბევრი ჭორფლები და წითელი თმაა. ირლანდიელი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ სილამაზეს, ამიტომაც ქალის გარეგნობაში ყველა ამ მახასიათებელს აფასებს.

image






10. იაპონია


დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში ლამაზი ღიმილი სილამაზესთან ასოცირდება, თუმცა, იაპონიაში პირიქით ხდება. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა გოგონები სტომატოლოგებთან მიდიან, რათა კბილებს დარღვეული, მრავალფენიანი ელფერი მისცენ. ასეთი ვამპირისებური გარეგნობა, ან როგორც იაპონიაში ეძახიან yaeba, საყვარლობად ითვლება, რადგან ამ ქვეყანაში უსწორმასწორო კბილები ახალგაზრდობასთან და ბუნებრიობასთან ასოცირდება.

image






9. ირანი

სტატისტიკის მიხედვით, ირანი ცხვირის ოპერაციების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს გასაკვირი სულაც არაა - რადგან ქალებს არ შეუძლიათ კაცების მისაზიდად სხეულის სხვა ნაწილების გამოყენება, მთელ ყურადღებას სახეს უთმობენ, განსაკუთრებით კი - ცხვირს.


რინოპლასტიკა ამ ქვეყანაში საკმაოდ ძვირია; ასე რომ, თუ ქალი ცხვირის ოპერაციას იკეთებს, ესე იგი მდიდარი ოჯახიდანაა. ბევრი ირანელი ქალი ბანდაჟს ოპერაციის შემდეგ კიდევ დიდ ხანს ატარებს, რათა ყველას აჩვენოს თავისი სიმდიდრე. ზოგი კი სულაც ყალბ ბანდაჟს ატარებს იმის მოსაჩვენებლად, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

image






8. სამხრეთ კორეა

იდეალური ქალის გარეგნობას სამხრეთ კორეაში განსაზღვრავს უნაკლო და თეთრი კანი, წვეტიანი ცხვირი, პატარა სახე და დიდი თვალები. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახეს გულის ფორმა ჰქონდეს, ნიკაპთან წვრილი უნდა იყოს და ზემოთ ფართოვდებოდეს. ასეთი იდეალური გარეგნობის მისაღწევად უამრავი კორეელი ქალი ხარჯავს ასობით დოლარს პლასტიკურ ოპერაციებზე.

image






7. საფრანგეთი

ფრანგი ქალის სილამაზის სტანდარტი ბუნებრიობაა - ის თითქმის არ ატარებს მაკიაჟს, იშვიათად იყენებს პარფიუმს და არ იპარსავს სხეულს. ფრანგებს სჯერათ, რომ ნამდვილი სილამაზე ქალის ბუნებრივი სხეულია, ამიტომაც მაკიაჟის ნაცვლად იყენებენ კრემებსა და ლოსიონებს, რათა იდეალური კანი ჰქონდეთ.

image






6. ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში ბუჩქოვანი, გადაბმული წარბები სილამაზედ მიიჩნევა. ქვეყანაში ასეთი ცრურწმენაც კი იყო გავრცელებული - რაც უფრო ახლოსაა შენი წარბები ერთმანეთთან, მით უფრო ახლოსაა შენი ქმარი. გარდა ამისა, გადაბმული წარბები ქალის სიწმინდესა და უბიწოობასთან ასოცირდება.


მიუხედავად სტანდარტების ცვლილებისა, დღესაც უამრავ ტაჯიკელ ქალს შეხვდებით ბუნებრივი წარბებით. ისინი კი, ვისაც ნატურალურად ბუჩქოვანი წარბები არ აქვთ, თმის გასაზრდელად მცენარეებს იყენებენ, ან ფანქრით იხატავენ ზედმეტ თმას, რათა უფრო ლამაზები გამოჩნდნენ.

image





5. საუდის არაბეთი

"თვალები სულის სარკეა" - საუდის არაბეთში ამ ძველმა ფრაზამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. რადგანაც რელიგია ზღუდავთ, სახე გამოაჩინონ, ამ ქვეყანაში ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ თვალების სილამაზეს. იმისთვის რომ მიმზიდველები იყვნენ, ისინი ყველანაირ მაკიაჟს იყენებენ და ამაში ბევრ ფულს ხარჯავენ.

image






4. ჩინეთი

ჩინელი ქალისთვის მთავარი თეთრი კანის ფერია. ეს ტრენდი სათავეს უძველესი დროიდან იღებს, როცა კანის ფერი ადამიანის სოციალურ კლასზე მიუთითებდა. მუქი ფერის კანი ნიშნავდა, რომ ადამიანი ღარიბი იყო და მინდვრებში, მზის ქვეშ მუშაობდა. ჩინელ გოგონებს დღესაც კი არ უნდათ, რომ ღარიბებს ჰგავდნენ, ამიტომაც ყველა შესაძლო გზას იყენებენ, რათა თოვლივით თეთრი კანი შეინარჩუნონ.


ჩინელი ქალები ცდილობენ, მზეს თავი მოარიდონ და უამრავ კრემს იყენებენ სახის გასათეთრებლად.

image






3. მიანმარი

მიანმარში მცხოვრები კაიანელებისთვის გრძელი კისერი სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ამიტომაც, 5 წლიდან გოგონები ლითონის რგოლებს ატარებენ კისერზე. თავდაპირველად 6 რგოლს იკეთებენ, ყოველ წელს კი თითოს უმატებენ. ქორწილის დღეს რგოლების რიცხვი მაქსიმუმს აღწევს, რადგან ქორწინების შემდეგ რგოლებს აღარ იმატებენ.


რგოლების ტარების წყალობით ქალის ყელი 40სმ-მდე იზრდება. ზოგჯერ მთლიანი კონსტრუქცია იმდენად რთული სატარებელია, რომ ქალს თავის შემობრუნებაც კი უჭირს. თუმცა, ამის გამო არავინ წუწუნებს - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, არა?

image






2. ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ტატუს მხოლოდ სხეულის დეკორაციის დანიშნულება არ აქვს. აბორიგენი მაორები ამ ტექნიკას ID ბარათის ფუნქციასავით იყენებენ და ადამიანის სახეს შავად და ლურჯად ხატავენ. როგორც წესი, მაორი ქალები ნიკაპს ახალგაზრდობაში იხატავენ და ცდილობენ, ფიგურა რაც შეიძლება აკურატული იყოს, რათა თავიანთი სოციალური სტატუსი აჩვენონ.


როცა მაორის ტომის სხვა წევრი შეხედავს ტატუს, მას მისი მფლობელის მთელი ისტორიის წაკითხვა შეუძლია და ასე ადგენს, რამდენად ლამაზია ქალი.

image






1. ეთიოპია

ამ ქვეყანაში როცა ბავშვი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მშობლები მას ქვედა წინა ორ კბილს უღებენ და ტუჩს უხვრეტენ. შემდეგ ნახვრეტში მძიმე თიხას ან ხის დისკს ათავსებენ. რაც უფრო იზრდება გოგონა, მის ქვედა ტუჩში უფრო და უფრო დიდ დისკებს დებენ, სანამ ნახვრეტი თეფშის მაქსიმალურ ზომას არ მიაღწევს. ტუჩის თეფში სურმას ტომში ქალის სიმწიფის სიმბოლოა, რაც მამაკაცს იზიდავს ქორწინებისთვის.


ადგილობრივები ასევე ყურის ბიბილოებსაც იწელავენ მანამ, სანამ მხრებს არ მიაღწევს. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უფრო გაწელილია ბიბილო, მით უფრო ლამაზები არიან.

image


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ინტერნეტ მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელები გამოავლინეს

image


2. გამოვლინდა 20 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი მსოფლიო მასშტაბით

image


3. წითურების 13 უნიკალური თვისება, რაც მათ განსაკუთრებულებს ხდის

image

0
1086
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1086
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0