სხვა წითურების 13 უნიკალური თვისება, რაც მათ განსაკუთრებულებს ხდის 2019, 19 ივლისი, 8:36 წითურები იდუმალ არსებებად მიიჩნეოდნენ და ყოველთვის იპყრობდნენ ადამიანთა ყურადღებას. შუა საუკუნეებში ისინი ჯადოქრები ან ვამპირები ეგონათ და ხალხი არცთუ ისე იშვიათად ექცეოდა მათ სასტიკად. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დრო უკვე წარსულს ჩაჰბარდა და დღეს შეგვიძლია დავტკბეთ წითურების ლამაზი თმის ფერით. თუმცა, თმის ფერი არ არის მათი ერთადერთი დამახასიათებელი ნიშანი.
სტატიაში გაგაცნობთ, კიდევ რა თვისებები გამოარჩევს წითურებს სხვა ადამიანებისგან. ზოგი ფაქტი გაგაოცებთ კიდეც! 1. ისინი "მუტანტები" არიან.MC1R გენი პასუხისმგებელია კანისა და თმის ფერზე. როცა ის არააქტიური ან დაბლოკილია, სხეული მეტ მელანინს წარმოქმნის, რასაც მეტი წითელი ფერი შეაქვს ადამიანის გარეგნობაში. ეს გენი ასევე გავლენას ახდენს წითურების ჭორფლებზე.2. მათ შეუძლიათ D ვიტამინის წარმოება.ღია ფერის კანის გამო, ისინი მზის სხივებს მარტივად "იწოვენ", ამიტომაც მეტი D ვიტამინის წარმოება შეუძლიათ. 3. წითური მამაკაცები უფრო ჯანმრთელები არიან.წითურ მამაკაცებს ნაკლებად უჩნდებათ პროსტატის კიბო. კვლევის მიხედვით, წითური მამაკაცების მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა ეს საზარელი დაავადება.4. მეტი შანსია, რომ ფუტკრებმა მათ უკბინონ.ფუტკრები წითურთმიანებს უფრო ხშირად კბენენ, ვიდრე სხვებს. შეიძლება იმიტომ, რომ წითელი მათი მხრიდან მტაცებლურ ფერად აღიქმება.5. ისინი უფრო რთულად უმკლავდებიან ტკივილს.ეს გენი წითურებს ტკივილის მიმართ მეტად მგრძნობიარეებსაც ხდის. ისინი რთულად იღებენ ანესტეტიკებს, ამიტომაც მეტი ანესთეზიური საშუალება სჭირდებათ.6. მათ ნაკლები თმა აქვთ.იმის მიუხედავად, რომ წითურის თმა შეიძლება სქლად მოგეჩვენოთ, მას მხოლოდ 90 000 ღერი აქვს! ეს ბევრი სულაც არაა, შავგრემნებს დაახლოებით 110 000, ქერებს კი უფრო მეტი - 150 000 თმის ღერი აქვთ!7. მეტი შანსია, რომ ისინი ცაციები იყვნენ.კვლევის მიხედვით, წითურები მეტად არიან ცაციობისკენ მიდრეკილები. ეს, როგორც წითელი თმა, რეცესიული ნიშანია.8. ბრიტანეთში ყველაზე მეტი წითური ადამიანი ცხოვრობს.ყველაზე მეტი წითური ირლანდიასა და შოტლანდიაში ცხოვრობს. ამ ქვეყნებში მოსახლეობის 20-30%-ს აქვს წითელი თმის ფერი. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ამ ადამიანებს ეს გენი სადღაც სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიიდან გადაეცათ.9. ისინი სიცივის მიმართ მეტად მგრძნობიარეები არიან.იგივე MC1R გენი განსაზღვრავს ტემპერატურაზე მგრძნობიარობასაც. ამიტომაც წითურებს შეიძლება უფრო სციოდეთ, ვიდრე შავგრემნებს ან ქერებს.10. მათ უფრო მეტად ეშინიათ სტომატოლოგთან სტუმრობის.რადგანაც წითურები ტკივილსა და ანესთეზიას უფრო რთულად უმკლავდებიან, მეტად ეშინიათ სტომატოლოგთან ვიზიტისაც.11. ისინი წითურების დღეს აღნიშნავენ.ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ წითურების დღეს. გერმანიაში ეს დღე სექტემბრის თვეშია, ჰოლანდიაში - აგვისტოში, იტალიაში კი - მაისში. შესაძლოა, თარიღები განსხვავდებოდეს, თუმცა, ეს დღე მაინც დღესასწაულია და წითურებს შესაძლებლობას აძლევს, თავისნაირებთან ერთად იზეიმონ უნიკალური გარეგნობა.12. ზოგ ადამიანს მათი ეშინია.ჯინჯეროფობია წითურების შიშს ნიშნავს. შეიძლება ეს ცრურწმენის ბრალია, რომლის მიხედვითაც წითურებს სული აკლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ზოგ ადამიანს მათი ეშინია.13. ისინი იშვიათები არიან.მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გარეგნობის მქონე ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა. ისინი იშვიათები არიან და დედამიწის საერთო მოსახლეობის მხოლოდ 1 ან 2%-ს წარმოადგენენ, რაც 70-დან 140 მილიონამდე ადამიანს ნიშნავს.p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ალბინოსების უნიკალური სილამაზე (სურათები+ფაქტები) 2. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების უნიკალური სილამაზე 772 3-ს მოსწონს
|