x
image
დავითი ჩუთლაშვილი
“ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ”, - სტურუას მორიგი გამაოგნებელი განცხადება
რობერტ სტურუა ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვილი ბავშვების წამება მიღებული პრაქტიკაა. აღნიშნულის შესახებ პრორუსულად განწყობილმა რეჟისორმა გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” ისაუბრა.


რეჟისორის სიტყვებით, ბავშვების წამებისას სითხე გამოიყოფა, რომელსაც ცნობილი ადამიანები გაახალგაზრდავებისთვის იყენებენ.


"რაც ამე­რი­კა­ში მოხ­და, რა­ღაც ზღა­პა­რი ხო არ არი-თქო, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ბავ­შვებს აწა­მე­ბენ, იმი­ტომ რომ ამ წა­მე­ბის დროს ეს ბავ­შვი გა­მო­ყოფს რა­ღაც სი­თხეს, იქი­დან ამ სი­თხეს იღე­ბენ, მერე ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, თუ პი­როვ­ნე­ბე­ბი მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მერე, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ჭა­მენ კი­დევ ამ ბავ­შვებს და ახლა მი­თხა­რით, რო­გორ უნდა იცხოვ­როს ნორ­მა­ლურ­მა ამე­რი­კელ­მა და­ვუშ­ვათ... იქ ისე­თი სა­ხე­ლე­ბია ჩა­მოთ­ვლი­ლი, არ მე­გო­ნა, რომ... არც მინ­და ვთქვა იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ესეც ჭო­რია, მაგ­რამ ტრამპმა სე­რი­ო­ზუ­ლად და­არ­ქვა ამ პრობ­ლე­მას „ობა­მა­გე­ი­თი“, ე.ი. ეს მარ­თა­ლია ეტყო­ბა, ისე ხომ არ და­ი­წყებ­და ასეთ პრო­ცესს”, - ამ­ბობს სტუ­რუა.


სავარაუდოდ, რეჟისორი აღნიშნული “ინფორმაციის” გავრცელებისას დაეყრდნო რუსულ მასალებს, რომლებიც დეზინფორმაციულად ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით, თუმცა გადამოწმების შემდეგ ამ დეზინფორმაციებში სიმართლის მარცვალი არ აღმოჩნდება ხოლმე. ახლაც ანალოგიურ ე. წ. ფეიკნიუსთან გვაქვს საქმე, რასაც რუსული სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ურთიერთშუღლის და გაუცხოების დასათესად მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის.



სტურუა არაერთხელ არის შემჩნეული რუსეთის სასარგებლოდ პატარ-პატარა დეზინფორმაციების გავრცელებაში, რასაც, როგორც წესი, საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოსდევს ხოლმე, მაგრამ ფეიკნიუსი “წამებული ბავშვების” შესახებ სრულიად ახალი ლეველია და ამის გამო ინტერნეტმონხმარებლები აქტიურად დასცინიან ხანდაზმულ რეჟისორს, რომელმაც წარმატებას და აღიარებას საბჭოთა სისტემის პირობებში მიაღწია.


სტურუა

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0