მხატვრობა ვან გოგი ავტომობილის ფანჯრიდან: იმპრესიონისტის შესანიშნავი გამოფენის ნახვის ახალი ვარიანტი 2020, 24 ივლისი, 8:39 მაშინ როცა ყველა მუზეუმი მთელ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე მორგების გზებს ეძებენ, ვინსენტ ვან გოგის გამოფენის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი სურათების გამოფენას აწყობენ ისე, რომ სტუმრებს საკუთარი მანქანიდან გამოსვლაც არ სჭირდებათ.
კინოთეატრი მუზეუმი
ტორონტოში გამოფენის მოწყობა თავიდან მაისში იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. მუზეუმმა საკარანტინო ზომების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ სტუმრების მიღება კვლავ დაიწყო. „კოვიდ-19–ს გამო იძულებული ვიყავით, რომ არასტანდარტულად და შემოქმედებითად გვეაზროვნა“ – ამბობს კორი როსი, გამოფენის პროდიუსერი. შოუ ორ შენობაში დიდი საწყობის ტერიტორიაზე ტარდება: ერთ შენობაში იატაკზე სპეციალური ნიშნულები და დასათვალიერებელი პლატფორმებია, რომ უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მათთვის, ვინც ფეხით გადაადგილებას უპირატესობას ანიჭებს. მეორე შენობაში ადამიანებს ავტომობილით პირდაპირ „ექსპონატებთან“ ჩავლა შეუძლიათ. ჰოლანდიელი მხატვრის ტილოები მაღალი რეზოლუციით კედლებსა და იატაკზეა გამოსახული, რაც დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს, რომ ხელოვნებას შიგნიდან ხედავენ, სანამ კედლებს მიღმა ვარსკვლავების ღამე მეფობს. როსის თქმით, ავტომობილიდან ხელოვნების ნიმუშის დანახვა იმ ადამიანების უსაფრთხო დასვენებას უზრუნველყოფს, ვისაც სახლიდან გასვლა აშინებს. ასევე ამით სტუმრებიც და გამოფენის მომწყობებიც უნიკალურ გამოცდილებას იღებენ. ასევე დაგაინტერესებთ: როგორი იქნებოდა 25 ცნობილი ნახატი, კორონავირუსის კრიზისის დროს რომ დაეხატათ სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს ყოველდღიური მომენტები, რომლებიც კარანტინის დროს ბედნიერს გვხდის 40 შეფასება არ არის |