საზოგადოება "როცა შენი მიცვალებულის ცხედარს სვავი დატრიალებს ხომ უნდა უთავაზო თავში ჯოხი? ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან სვავები" - შალვა რამიშვილი 2020, 23 ივლისი, 15:01 ![]() შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოფისში, სადაც 23 წლის გარდაცვლილი გოგონა, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ტროლების ქარხანაა და შესაბამისად, შალვა რამიშვილიც იქ მუშაობს. "ეს სულძაღლი გვარამიას მონები მივიდნენ ასეთი ტრაგედიის ჟამს ოფისში, რომელიც არის პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისი და სწორედ იქიდან განხორციელდა ყალბი ზარი კორონავირუსის თაობაზე და თუ ტროლების და ბოტების მოკითხვა უნდათა თავიანთი მოკავშირეს შვილის ოფისში ეძებონ...და იქ მეძებდნენ მე და ამას უყურებს 80 წლის დედაჩემი, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილები..უყურებენ ამ ნაძირლობას. ძალიან ვწუხვარ, რომ არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო დაგეხმარება საკუთარი ღირსების დასაცავად, რამეს იტყვი ისეთს, რომ მაგალითად უნდა ამოშანთო ასეთი ნაძირლები, დაგდებენ ბრალს, რომ ხელისუფლებათან ერთად თავისუფალ მედიას ებრძვი, ესენი არიან ლეშისმჭამელები, სვავები და როცა შენ მიცვალებულის ცხედარს სვავი დატრიალებს, ხომ უნდა უთავაზო თავში ჯოხი და გაყარო იქედან, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ახლა ეს...ესენი არ არიან ტელევიზიის მუშაკები, არც ჟურნალისტები, ესენი არიან სვავები მეგობრებო"-განაცხადა შალვა რამიშვილმა. მოგვიანებით რამიშვილმა დამატებით განცხადება გააკეთა: "ბავშვობაში რომ პრობლემები ჰქონდათ, ვიცი, მაგრამ ოდესღაც ადამიანები ხომ იყვნენ. ჩემს დაკავშირებას შეეცადნენ გარდაცვლილ გოგოსთან. ამ ოფისში ნამყოფი არ ვარ, იქ არც ჩემი მეგობარი, არც ნაცნობი, არც შეყვარებული არ ცხოვრობდა არასდროს. ტრაგედია მოხდა და სვავებივით მეცნენ მე. ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ, რომ postv, მე, „ქართული ოცნება“ გასვარონ. ახალგაზრდა გოგოს სიკვდილს იყენებენ ეს ლეშისმჭამებლები. შაქარაშვილი აღარ არის საინტერესო თქვე სვავებო თქვენა? ახალი იშოვეთ? სუნი იკარით არა? თქვენი დედა ვატირე“ 647 7-ს მოსწონს
|