x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სექსი,როგორც გაახალგაზრდავების საშუალება ძველ მსოფლიოში+16

image

რომაელების, ჩინელებისა და ინდიელების გაგებაში სექსი იყო გაახალგაზრდავების, ძალის, ენერგიის და ძალაუფლების მოპოვების საშუალება.




ანტიკურ ხანაში



image


ჩვენამდე მოაღწია ლეგენდებმა, რა დროსაც მდიდარი რომაელები და ბერძნები გაახალგაზრდავების მიზნით ქალწულებთან ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს. ითვლებოდა, რომ ნორჩი სხეულის ენერგიას ჰმატებდა ხანდაზმულებს აძლიერებს და ახანგრძლივებდა სიცოცხლეს.

აღმოსავლეთის ბევრი მმართველი ახალგაზრდა გოგოებთან იძინებდა. ამ თეორიის მომხრეები თვლიდნენ, ინტიმური კავშირი დიდი ასაკობრივი სხვაობით ანელებს სხეულის დაბერებას და ხანდაზმულ მამაკაცს მეორე სიცოცხლეს უხსნის.


ინდოეთი

image

ძველ ინდოეთში მხოლოდ ორი უმაღლესი კასტა ფლობდა ტანტრული სექსის საიდუმლოებას - ქურუმები და მეომრები. მოგვიანებით, ეს სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და დამახინჯდა - იგი უფრო და უფრო ემსგავსებოდა ორგიებს.


თავდაპირველად, რიტუალური სექსი ინდუსურ და ბუდისტურ ტანტრულ ტრადიციებში გულისხმობდა კაცისა და ქალის შერწყმას, რომლებიც, ძველი კულტურის მიხედვით, სხეულის და სულიერ ერთიანობას აღწევდნენ ღთაება შაკტის დახმარებით. ინტიმური აქტის დაწყებამდე პარტნიორები ატარებდნენ მედიტაციას, რათა აგიღზნონ და გამძაფრდეს შეგრძნებები, გემოს, ყნოსვის რეცეპტორები და გაათავისუფლონ გონება ზედმეტი აზრებისა და იდეებისგან.



ტანტრული მასაჟი, რომელიც ზეთით და სხეულის საკმეველით იყო გაჟღენთილი , იყო პირველი ნაბიჯი, შემდეგ კუნთების გაჭიმვისა და მოდუნების პროცედურა, ხოლო მცირე მედიტაციის შემდეგ პარტნიორები სინქრონიზებულ სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებდნენ. ხანგრძლივ პრელუდიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. ტანტრული სექსის დროს, "იაბ-იომის" პოზიცია აუცილებლად გამოიყენებოდა, როდესაც დომიმანტი არც კაცია და არც ქალი, თვალებში ჩახედვით იწყება და ოცნაში გადადის.


ითვლება, რომ პატრიარქატულ საზოგადოებაში ამ პრაქტიკას სოციალური მიზნებისათვის იყენებდნენ, რომელიც მმართველი ელიტის მიერ განსაკუთრებული ძალაუფლების მოპოვებას და ამით მისი ძალაუფლების გაძლიერებას ემსახურებოდა.


ჩინეთი

image


დაოს ჩინეთში სექსი აღიქმებოდა როგორც ქალის და კაცის ენერგიის შერწყმა - იინი და იანგ (დადებითი და უარყოფითი ენერგია). ამ ორ ძალებს შორის წონასწორობის შენარჩუნებით შესაძლებელია სრულყოფილი სულიერი ჰარმონიისა და ფიზიკური კეთილდღეობის მიღწევა.

შერწყმა რაც შეიძლება ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, ვინც იოგაზე ვარჯიშობდა, რამდენჯერმე უნდა მიეყვანა მეგობარი ქალი ორგაზმამდე, ხოლო თავი უნდა შეეკავებინა და სპერმა შეიგნით მიემართათ, რათა ჩაკრას ენერგიით შეევსოთ სხეული.

დაოსები თვლიდნენ, რომ მამრის თესლი ყველაზე მეტი "ცი"-ს შეიცავდა და ადამიანმა ზედმეტი სპერმი არ უნდა დახარჯოს. ამიტომ ძველ ჩინეთში მამაკაცებს ურჩევნდნენ, რომ სექსის დროს ეაკულაცია არ ჰქონოდათ, რათა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა და ძალა.

0
1402
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0