x
image
_K_
7 ყველაზე ერთგული ცხოველი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ერთ პარტნიორთან ატარებს
imageბევრ ცხოველს არ ახასიათებს ერთგულება. მათგან მხოლოდ 3-5 % ატარებს მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან. ზოგ წყვილს ურთიერთობის საკუთარი ტრადიციაც კი აქვს, რაშიც მათი ერთმანეთისადმი თავდადება ვლინდება.


სტატიაში გაგაცნობთ 7 ცხოველს, რომელთა ერთგულება ადამიანებისთვისაც იქნება მისაბაძი მაგალითი.






1. სან კონური ცხოვრების პარტნიორს 4-5 თვის ასაკში ირჩევს.

ეს პატარა თუთიყუშები სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ. ისინი ძალიან სოციალურები არიან, ერთად ცხოვრობენ და კომუნიკაციისთვის მაღალი ტონის ხმას იყენებენ. სერიოზული ურთიერთობის დაწყებამდე ფრინველები ერთმანეთს აჭმევენ და წმენდენ.

image






2. გვირგვინოსან რუხ წეროებს ქორწინების ტრადიცია აქვთ.


უგანდაში მცხოვრები ეს ფრინველები ურთიერთობას საკმაოდ სერიოზულად უდგებიან. ერთად ყოფნის გადასაწყვეტილების დასამტკიცებლად, ისინი სხვა ფრინველების წინ ცეკვავენ, შემდეგ კი ერთად მიდიან ბუდეში.

image






3. სპილენძისფერი ტიტი მაიმუნები ეჭვიანობას გამოხატავენ.

ტიტიები სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ. ცხოველების სამყაროში მათი ურთიერობა განსაკუთრებულია, რადგან პარტნიორთან ემოციურ კავშირს ამყარებენ. მასთან დაშორებისას ისტრესებიან და იტანჯებიან. წყვილები ერთად რჩებიან დაწყვილების სეზონის შემდეგაც და რომანტიკულ მომენტებს გვერდიგვერდ მსხდომარენი ატარებენ, გადაბმული კუდებით.

image






4. პოლარული ცულთავები ისე ეკვრიან ერთმანეთს ნისკარტით, თითქოს კოცნიან.

ეს პატარა ფრინველები ძალიან იშვიათად იცვლიან პარტნიორებს და ყოველ წელს ბუდეს უბრუნდებიან პარტნიორთან ერთად. როცა დედა კვერცხს დებს, მამა ბუდეს იცავს და მისთვის საკვები მოაქვს.

image






5. თეთრი ზღვის ცხენთევზები მანამდე არიან ერთად, სანამ ერთ-ერთი პარტნიორი არ მოკვდება.

ორივე სქესის ზღვის ცხენთევზა ძალიან პასუხისმგებლიანია. მდედრი ცდილობს, მამრი მიიზიდოს სპეციალური ხერხების დახმარებით. მას შემდეგ, რაც მამრს ის "შეუყვარდება", სწორედ მამრი ფეხმძიმდება და რამდენიმე კვირა შვილებს მუცლით ატარებს.

image






6. დიკ-დიკები გმირულად იცავენ პარტნიორს სხვა თაყვანისმცემლებისგან.

ეს ჯუჯა ანტილოპა შეიძლება პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს. კონფლიქტები იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ხდება, მამრი მზადაა, გმირულად დაიცვას თავისი პარტნიორი. როცა სხვა დიკ-დიკი გამოჩნდება, ორივე მამრი ერთმანეთისკენ გამოემართება, სწრაფად ჩერდება, თავს უკრავს მოწინააღმდეგს, შებრუნდება და ამ ამ ცერემონიას იქამდე იმეორებს, სანამ ოპონენტი არ დანებდება.

image






7. წავები ხელჩაკიდებულები იძინებენ, რათა ერთმანეთი არ დაკარგონ.

დიდი მდინარის წავები მოსიყვარულე ოჯახს ქმნიან და სხვა წავებთან ერთად ცხოვრობენ შთამომავლობის გაჩენის შემდეგ. ისინი ოჯახურ მოვალეობებს თანაბრად ინაწილებენ, ზოგჯერ ერთმანეთს შვილის გაჩენაშიც კი ეხმარებიან.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 16 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ზოოლოგებმაც არ იციან

image


2. ბუნება არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას - ფოტოკრებული

image


3. 30 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


4. როგორ გამოიყურებიან ალბინოსი ცხოველები (+ იშვიათი ფოტოები)

image


5. ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე

image

0
938
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0