სხვა 30 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2019, 22 აპრილი, 14:22 კატები საოცარი, არაჩვეულებივი, საყვარელი არსებები არიან და აქვთ სუპერ-ძალა, ხელი შეგიშალონ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში. საინტერესოა, რა ხდის მათ ასე განსაკუთრებულებს? ალბათ, მათი დამოუკიდებელი ხასიათი; ან იქნებ კრუტუნი ბეწვზე მოფერებისას... ცხოველების თაყვანისმცემლები ადვილად მოძებნიან კატის სრულყოფილების ამხსნელ მიზეზებს, განსაკუთრებით კი - საკუთარი კატის.
სტატიაში 30 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველის შესახებ. 1. კატის ტვინი უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას, ვიდრე ძაღლის.კატის ტვინს ისეთივე სტრუქტურა და ზედაპირის ნაკეცები აქვს, როგორიც ჩვენსას. ასევე, მისი ტვინის გარკვეული ნაწილიც ჩვენი ტვინივით მუშაობს.2. კატებს შეუძლიათ 100 სხვადასხვანაირი ბგერის გამოცემა.რომ შევადაროთ, ძაღლებს მხოლოდ 10 ბგერის გამოცემა შეუძლიათ. რთულია ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს მოუსმენია კატის სხვადასხვაგვარი კრუტუნი და კნავილი. 3. მათ შეუძლიათ, პატრონის ხმა იცნონ.კატებს შეუძლიათ, პატრონის ხმა უცნობების ხმისგან გაარჩიონ. თუმცა, თავიანთი 9 000 წლიანი ევოლუციის განმავლობაში, ყოველთვის ამჯობინებდნენ, თავისუფლები ყოფილიყვნენ და არ დამორჩილებოდნენ პატრონს, როგორც ძაღლები.4. მართალია, ბევრი კულტურა შავ კატას უიღბლობის სიმბოლოდ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრო მოსიყვარულეები არიან.მიდლენდსში (ცენტრალური საგრაფო ინგლისში) შავი კატა იდეალურ საქორწინო საჩუქრად მიიჩნევა. საფრანგეთში სჯერათ, რომ ის კარგი იღბლის ნიშანია. იაპონიასა და სხვა აზიურ ქვეყნებში კი ფიქრობენ, რომ შავი კატის ყოლა პატრნოს აძლევს შესაძლებლობას, თავად წარმართოს საკუთარი ბედი და იღბალი.5. ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია კატების 44 ჯიში.3 ყველაზე პოპულარული ჯიშია: სპარსული, მეინ ქუნი და სიამის.6. პირველ და ერთადერთ კატას, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, ფელიჩიტა (ან "ასტროკატა") ერქვა და საფრანგეთიდან იყო.ეს 1963 წელს მოხდა. ფელიჩიტას ტვინში ელექტროდები ჰქონდა იმპლანტირებული და ყველა სიგნალს დედამიწაზე გადმოსცემდა. საბედნიეროდ, მოგზაურობა მშვიდობიანად დამთავრდა და "ასტროკატა" უსაფრთხოდ დაბრუნდა შინ.7. მათ უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე ადამიანებსა და ძაღლებს.ადამიანებს 20Hz-დან 24 kHz-მდე ბგერების გაგება შეუძლიათ, ძაღლებს - 40Hz, ხოლო კატებს - 64kHz.8. სუპერ სისწრაფესუპერ სმენის უნარის გარდა, კატებს სუპერ სისწრაფეც აქვთ. მათ შეუძლიათ ერთ საათში 50კმ გაირბინონ. ყველაზე სწრაფმა ადამიანმა მსოფლიოში, უსეინ ბოლტმა, საათში 45 კმ გაირბინა.9. კრუტუნი ერთ-ერთია იმ ძირითად "საქმიანობათაგან", რასაც კატა აკეთებს.თუმცა, მეცნიერებმა კიდევ არ იციან ზუსტად, როგორ კრუტუნებს კატა. ვეტერინარების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ბგერების ვიბრირების გამო ხდება. ხორხის კუნთები იხსნება და ჰაერის მიწოდებას ბლოკავს 25-ჯერ წამში.10. როგორც წესი, კატები 1-დან 9 კნუტამდე აჩენენ.1970 წელს, ბარმის-სიამის კატამ ოქსფორდშირიდან (ინგლისი) 19 კნუტი გააჩინა, რომელთაგან 15 გადარჩა ცოცხალი. კატა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა!11. კატები საინტერესო გზით გაცნობებენ, ვინ არის აქ უფროსი.თუ ისინი სახეს არ იფარავენ, ამ გზით ცდილობენ, გაჩვენონ, ვინ არის ამ ტერიტორიაზე უფროსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლომახლო სხვა კატებიც არიან. ეს ჩვევა მათი ველური წინაპრებისგან მოდის, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ძალის დემონსტრირებას. ასევე, მათ სურთ, აკონტროლონ თქვენი ყოველი ქმედება.12. პირველი კატა (ან მისი პრეისტორიული წინაპარი) დედამიწაზე 30 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.რაც შეეხება შინაურ კატებს, 12 მილიონი წელია, რაც ისინი ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ.13. კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი სიბერიული ვეფხვია.სიბერიული ვეფხვი სიგრძეში შეიძლება 3.7 მეტრი, ხოლო წონაში 318 კგ იყოს. ეს პატარა მანქანის ზომაა! შინაურ კატებში კი ყველაზე დიდი ზომის მაინ ქუნია, რომელმაც შესაძლოა 11კგ-მდე მიაღწიოს, ზომით კი 2-ჯერ დიდი იყოს ჩვეულებრივ კატაზე.14. კატებს ეზიზღებათ წყალი.კატებს არ მოსწონთ წყალი, რადგან მათი ბეწვი კარგად ვერ ეგუება მას. თუმცა, არსებობს ცენტრალურ აზიაში გამოყვანილი ჯიში თურქული ვენი, რომელსაც ცურვა სიამოვნებს.15. ყველაზე ძველი კატის სახეობაა ეგვიპტური მაუ.მისი წინაპრები დედამიწაზე 4 000 წლის წინ დასეირნობდნენ. თუ ოდესმე ეგვიპტეში იმოგზაურებთ, იცოდეთ, რომ იქ სიტყვა "კატა" ცნობილია როგორც "მაუ".16. ზოგ ადამიანს ისე უყვარს კატები, რომ არასდროს ჰყოფნის.ალბათ, ამიტომაც გახდა კატა პირველი არსება, რომლის კლონიც შექმნეს. ვსაუბრობთ პატარა ნიკიზე, რომლის კლონირებაშიც პატრონმა 50 000 დოლარი გადაიხადა.17. კატების ჯგუფიინგლისურ ენაში სპეციალური სიტყვა არსებობს კატების ჯგუფის აღსანიშნავად - clowder.18. "ფსიქიკური მოგზაურობა"ყველას გაგვიგია ისტორიები, როგორ პოულობენ კატები სახლში დასაბრუნებელ გზას მაშინაც კი, თუ ძალიან შორს არიან. ეს უნარი "ფსიქიკური მოგზაურობის" სახელითაა ცნობილი. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ ამ ცხოველებს ტვინში სპეციალური უჯრედები აქვთ, რომლებიც შინაგანი კომპასივით მუშაობს.19. ისინი ერთმანეთს "მიაუს" არ ეუბნებიან.მათ შეუძლიათ იკრუტუნონ, დაიღრინონ ან შეაშინონ სხვა კატები, მაგრამ "მიაუს" მხოლოდ ადამიანებს ეუბნებიან.20. მათ ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ.როცა კატებს რამე სჭირდებათ პატრონისგან, ხმას იცვლიან, რათა გავლენა მოახდინონ ადამიანზე.21. ფუმფულობაკატების კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 20 000 თმის ღერია, რაც მათ ფუმფულასა და საყვარელს ხდის.22. მემარჯვენე და მემარცხენეროგორც ადამიანები, კატებიც უფრო მეტად მარჯვენა ან მარცხენა თათს იყენებენ. მდედრი კატების უმეტესობა მემარჯვენეა, მამრებისა კი - მემარცხენე.23. ყველაზე წარმატებული თაგვებზე მონადირემას ტაუზერი ერქვა და შოტლანდიაში ცხოვრობდა. მამაცურად იცავდა მაღაზიებს თაგვებისგან და სულ დაახლოებით 30 000 მათგანი დაიჭირა. როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, ტაუზერს შოტლანდიაში ძეგლიც კი დაუდგეს.24. გულისცემის სიჩქარეკატის გული ადამიანისაზე 2-ჯერ სწრაფად ცემს, ანუ წუთში 110-დან 140-მდე.25. სუპერ მგრძნობელობაროცა საქმე ვიბრაციებს ეხება, კატები სუპერ მგრძნობელობით გამოირჩევიან. ზოგიერთ მათგანს ისიც კი შეუძლია, რომ მიწისძვრა 10-15 წუთით ადრე იგრძნოს.26. შესაძლოა, ტემპერატურამ გავლენა იქონიოს კატის ფერზე.1930 წელს ეს სიამის კატებზე შეამჩნიეს. ამ ჯიშს ალბინოსის გენები აქვს, რაც საოცრებებს ახდენს, როცა ტემპერატურა 36°C-ზე მეტია. ამ დროს კატებს ხშირად აქვთ მუქი შეფერილობა თათებზე, კუდზე, ყურებსა და სახეზე, როცა სხეულის დანარჩენი ნაწილი თეთრი რჩება. ეს ასევე ჰიმალაურ კატებსა და ზოგიერთ აღმოსავლურ სახეობასაც ემართება.27. პირველი კატა მულტფილმში 1919 წელს გამოჩნდა და მას ფელიქსი ერქვა.პირველი მულტილმი კატის მონაწილეობით იყო "კატა ფელიქსი", რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.28. ნამდვილი მოგზაურიჰამლეტი, ნამდვილი მოგზაური, არის კატა, რომელიც ჰაერში გალიიდან გამოიქცა და 7 კვირა გაატარა თვითმფრინავში. მან სულ 600 000 კმ-ზე მეტი იფრინა.29. მილიონერი კატატომასო იყო კატა, რომელიც რომის ქუჩებში ეძებდა საჭმელს, სანამ თავის მომავალ პატრონს - მარია ასუნტას შეხვდებოდა. რადგანაც ქალს შვილები არ ჰყავდა და კატამ დიდი სიყვარული აჩვენა, მარიამ გადაწყვიტა, რომ 13 მილიონი დოლარის ქონება ტომასოსთვის დაეტოვებინა. ქალმა საკუთარ ექთანს დაავალა, ეზრუნა კატის ქონებაზე.30. შეიძლება, რძე მავნებელი იყოს კატისთვის.თუ ფიქრობთ, რომ რძე საუკეთესო ჯილდოა, რაც შეგიძლიათ მისცეთ კატას, რადგან ის ნატურალური პროდუქტია, ცდებით. როგორც მოზრდილი ცხოველების უმეტესობისთვის, რძე შეიძლება მავნებელი იყოს კატისთვისაც, რადგან ის ლაქტოზის შემცველია.ასევე დაგაინტერესებთ:1. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს 2. როგორ გამოიყურებიან ალბინოსი ცხოველები (+ იშვიათი ფოტოები) 3. საყვარელი გარეგნობის ცხოველები, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ 2143 2-ს მოსწონს
|