x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა 70-ზე მეტმა პარტიამ მიიღოს - რა ბედი ელით პატარა სუბიექტებს?

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების ბედს კანონით დადგენილი ბარიერი არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პარტია გაიყვანს დეპუტატს პარლამენტში, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. რადგან პარტიებს 120 პროპორციული მანდატის მოპოვების შანსი ბარიერის გარეშე აქვთ, ამიტომ ავტომატურად ე. წ. “ბუნებრივი ბარიერი” მოქმედებს, რაც ხმათა დაახლოებით 0, 83 %-ს უდრის, ეს კი პატარა პარტიებისთვის (“გირჩი”, “ქართული მარში” და ა. შ.) სულაც არ არის ცოტა, მითუმეტეს იმ პირობებში როცა არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი უკვე 68 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში!


არადა, პარტიების რეგისტრაცია ჯერაც არ დასრულებულა და იოლი შესაძლებელია, მონაწილეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. არჩევნებში მართლა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა 70-ზე მეტმა სუბიექტმა, რაც წარმოუდგენლად გაართულებს ე. წ. “ბუნებრივი ბარიერის” გადალახვის ამოცანას თითოეული პატარა პარტიისთვის.


ამრიგად, წლევანდელი არჩევნები იოლად შეიძლება აღმოჩნდეს ცივი შხაპი და სრული ფრუსტრაცია პატარა და ეგზოტიკური პარტიებისთვის. ამიტომ იმის გათვალისწინებით, თუ რა მოელით მათ წელს, ძნელი სათქმელია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ იარსებებს თუ არა ბევრი მათგანი, როცა პატარ-პატარა პოლიტიკურ სუბიექტებს ბლოკებად დაწყვილების შანსიც უკვე აღარ ექნებათ.


არჩევნები



2
56
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
56
  
2020, 15 ივლისი, 6:42
ერთადერთი ადეკვატური ძალა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გირჩია. არც ესენი უქნიათ გამჩენს,მაგრამ პრინციპების ერთგულები არიან და ცდილობენ ილაპარაკონ სიმართლე.პარტიის მოწყობაც დემოკრატიული აქვთ და სიის დაკომპლექტებაც მხარდამჭერების ხელშია და არა პარტიის ბოსების. ცუდი ის არის,რომ ადამიანები არ ენდობიან ამ ხალხს და ისინი სექტანტები ჰგონიათ. დაფიქრება უნდა,მაგრამ დიდი ხანია ქართველს საფიქრალი ტვინი არ აქვს და გამორჩენაზე მომართული ამებები არიან. ვიღაც უნდა აირჩიო და ამიტომაც ფიქრობ ვინ შეიძლება იყოს ყველაზე კარგი ვარიანტი,თორემ რეალურად არცერთი პარტია არ იმსახურებს 1 ხმასაც კი
2020, 15 ივლისი, 6:36
მნიშვნელობა არ აქვს,რა სისტემა იქნება,თუ პარლამენტში ამორალური ადამიანები იქნებიან. 70 პარტია დარეგისტრირდა და ერთი 70 კიდევ დაემატება. თუ ვინმეს სურვილი ექნება,მაშინ ის მოიფიქრებს სქემას,როგორ შექმნას უმრავლესობა და დააკომფლექტოს მთავრობა. ოცნების ფალნგის,რამოდენიმე პარტიას მოიცავს და ადვილად შესაძლებელია რო მათ არ დასჭირდეთ სხვა,განსხვავებული ორიენტაციის პარტია კოალიციის შესაქმნელად.პატრიოტთა ალიანსი,ბესელიას ახალი პარტია,მარშელები და კიდევ რამოდენიმე წვრილ-წვრილი პარტია. ადამიანებს თვალები დათხარეს და ამ დებილურ სისტემაზე გადასვლა მოითხოვეს,არადა მაშინვე შეეძლოთ ამ მთავრობის პოლიტიკურ მოუსვლელში გაშვება.აქციებზე ხალხი მატულობდა მანამ,სანამ პროპორციული არ მოითხოვეს. საერთოდ ვერ გავიგე როგორ მივიდნენ აქამდე და ავტორ,თუ შეგიძლია მითხარი. გავრილოვი ჩამოვიდა და ანტისაოკუპაციო აქცია გადაზარდეს არეულობაში,როელსაც დარბევა მოყვა და ამ დარბევას პროპორციულის მოთხოვნა. ხოდა ეს არის მიზეზი,რატომაც მოიგებს ისევ ოცნება და არა ნაცები,ევრონაცები თუ სხვა პარტია. სკამისთვის იბრძვიან და პრინციპების ნაკლებობაა
0 1 2