სხვა 10 ძალიან საინტერესო ფაქტი, რაც აუცილებლად უნდა იცოდე 2020, 11 ივლისი, 10:19 სამყარო უამრავი საოცრებით არის სავსე. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე მათგანზე დაფიქრება აუცილებლად გაგიხსნის ახალ ჰორიზონტებს გონებაში. ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ დაუჯერებელ საოცრებას გაეცნობი, რაზეც, გამოტყდი, რომ აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდა:
1. გრენლანდიური ზვიგენი სექსუალურ სიმწიფეს 150 წლის ასაკში აღწევს. თავისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, რომელიც 500 წელიწადს შეადგენს, ის მსოფლიოს ყველაზე დღეგრძელი ხერხემლიანი ცხოველია ჩვენს პლანეტაზე.
2. ჰანთსმენის ობობა (Heteropoda Maxima) მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის ობობაა. ამ ობობის მამრი სქესის ინდივიდები 25-30 სანტიმეტრს შეადგენენ სიგრძეში. ავსტრალიაში 2017 წელს ერთი ეგზემპლარიც კი იპოვეს, რომლის ზომა დაუჯერებელია, მაგრამ 40 სანტიმეტრი იყო.
3. ყოველთვის, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრი სახლის ფარგლებს მიღმა იმყოფება, მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი აუცილებლად ატარებს ჩემოდანს, რომელიც ყველა იმ ინფორმაციას და ტექნოლოგიას შეიცავს, რაც საჭიროა ბირთვული თავდასხმის ავტორიზაციისთვის. ამან პრეზიდენტს შესაძლებლობა უნდა მისცეს, ადგილმდებარეობის მიუხედავად გასცეს ბრძანება სამხედრო თავდასხმის მოსაწყობად. ამ ჩემოდანს არაოფიციალურად “ბირთვულ ფეხბურთს” უწოდებენ. 4. ბარი მარშალი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კუჭის წყლულს იწვევს არა სტრესი, არამედ ჰელიკობაქტერია პილორი. 1984 წელს მან საკუთარ თავზე ჩაატარა ცდა და ერთი ჭიქა სითხე მიიღო, რომელიც ბაქტერიებით იყო სავსე, რის შემდეგაც ძალიან მოკლე დროში მძიმე ფორმის გასტრიტი განუვითარდა, რომელსაც მან წარმატებით უმკურნალა ანტიბიოტიკის მეშვეობით. 2005 წელს ის ჯონ რობინ უორენთან ერთად ჰელიკობაქტერია პილორის გამოკვლევისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. 5. დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან ორ მესამედს თოვლი ცხოვრებაში თვალით არ აქვს ნანახი. 6. “იკეას” კატალოგი უფრო დიდი ტირაჟით არის გამოცემული, ვიდრე ბიბლია. 7. კოლეჩიო ქალაქია იტალიაში, რომელმაც მიიღო დადგენილება, რომ მის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ უხმო ფოიერვერკების გაშვება, რათა ბავშვების და ცხოველებისთვის სტრესი შემცირდეს. თანდათან მის მაგალითს სხვა ქალაქებიც მიჰყვებიან ევროპაში. 8. 1724 წელს შოტლანდიელ მეგი დიკსონს ჩამოხრჩობა მიესაჯა, რის შემდეგაც ის ჩამოხსნეს და კუბოში მოათავსეს. როცა კუბო მიწაში ჩასაფლობად მიჰქონდათ, აღმოჩნდა, რომ ქალი დამხრჩვალი არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასჯელი ოფიციალურად აღსრულდა და მეგი დიკსონის დასჯა ხელახლა აღარ შეიძლებოდა. ქალმა ამის შემდეგ 40 წელი კიდევ იცოცხლა და მიიღო მეტსახელი ”ნახევრად ჩამომხრჩვალი მეგი”. 9. ავსტრალია მსოფლიოს 25 ყველაზე საშიში გველიდან 21-ის სამშობლოა. 10. ტომოფელი (ინგლ. Pomato) არის პომიდვრის და კარტოფილის ჰიბრიდი. ის ისხამს როგორც პომიდვრებს, ასევე კარტოფილებს. 183 1-ს მოსწონს
|