ტენდენციები ბანანის მაკიაჟი ჭორფლებით – ახალი ფერადი ტრენდი 2020, 17 ივნისი, 15:45 ქალის სილამაზის იდეალები დრო და დრო იცვლება, მაგრამ არსი უცვლელი რჩება.
იყო გამხდარი ცუდია, გქონდეს ჭარბი წონა – კიდევ უფრო ცუდი. ძალიან ღია ფერის კანი ან ძალიან მუქი ფერის კანი ლამაზად არ ითვლება. აკნე, ფორები, ხალები, ჭორფლები – ყველაფერი, რაც ადამიანისთვის სრულად ბუნებრივად ითვლება – ჩვეულებრივ სილამაზის სამყაროში აღიარებული არ იყო. კანი იდეალური, ფაიფურივით უნდა იყოს.
საბედნიეროდ, ბოლო დროს ასეთი მოსაზრებები რღვევას განიცდის. სულ უფრო და უფრო მეტ ძალებს იკრებს იდეა, რომ „ნებისმიერი სხეული ლამაზია“. ამ ბოდიპოზიტივის განვითარებით ჭორფლები, პირიქით, მიმზიდველობის ნიშანი გახდა. იმდენად მიმზიდველი, რომ გოგონები ყალბ ჭორფლებს მაკიაჟის დახმარებით იხატავენ. ახალი ტრენდის #bananamakeup გამოჩენით, რომელიც ამ ზაფხულს სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მოდის მიმდევრები ჭორფლებს და ხალებს სახეზე სულ უფრო და უფრო მეტად იხატავენ. მთავარი მიზანი, რომელიც ლაქებიანი ბანანის იდეიდან მოდის, სინამდვილეში ადიდებს მათ, ვისაც ბუნებრივი ჭორფლი აქვთ. მგონი ნამდვილად საზაფხულოდ ფერადი და ახალი გამოვიდა. ზაფხულში ასეთი თემა ნამდვილად ძალიან აქტუალურია. თუ თქვენს კანზეც ჭორფლები ჩნდება, იცოდეთ... ...ეს ლაქა ცუდად არ გამოიყურება, თუ ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს. ასევე ბოლოს დროს პოპულარულია ფილტრები, რომლებიც ჭორფლებს ამატებენ. არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე გიყვარდეთ საკუთარი თავი, სხეული და კანი ისეთი, როგორიც არის. ასევე დაგაინტერესებთ: გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია 18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის მანიკიურის 10 აქტუალური ტრენდი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრები იკეთებენ ბეჭდის ტარების ყველაზე ექსტრემალური მეთოდი, რომელიც ახლა მოდაშია 79 შეფასება არ არის |