ტენდენციები Style not size ან როგორ გამოიყურებიან სხვადასხვა ზომის ქალები ერთსა და იმავე ტანსაცმელში 29 აპრილი, 15:39 არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ტანსაცმელი მხოლოდ გამხდარ ქალებს უხდებათ და სავსე ფორმის ქალები მის ჩაცმას ვერ შეძლებენ. მართლა ასეა? მოდი, შევამოწმოთ!
ინტერნეტ სივრცეში პოპულარულია გამოწვევა სახელწოდებით Style not size (სტილს ზომა არ აქვს). მისი მონაწილეები სხვადასხვა მოდურ ტანსაცმელს იცვამენ. თან მონაწილეები არიან ქალები, რომელთაც სხეულის სრულიად საპირისპირო ფორმები აქვთ. ამ ჰეშთეგის ქვეშ ერთ–ერთი პირველი ფოტო გამოაქვეყნეს დენიზ მერსედესმა და მარია კასტელანოსმა. გოგონები განსხვავდებიან ყველაფერში, თმის ფერიდან სხეულის ფორმამდე. დენიზი ცეცხლოვანი შავგვრემანი და პლუს ზომის მოდელია, ხოლო მარია გამხდარი ქერათმიანი. გოგონები დარწმუნებულნი არიან: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს იწონი და რამდენია თქვენი თეძოს გარშემოწერილობა. სავსე ფორმის ქალებს შეუძლიათ ტანზე მომდგარი კაბის და მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმა. ზუსტად ისე, როგორც გამხდარ ქალებს არ უნდა რცხვენოდეს ღრმა დეკოლტეს მცირე ზომის მკერდის გამო. "ტანსაცმელი შექმნილია თითოეული ჩვენგანისთვის" – ეს ორი ლამაზმანის დევიზია. მათი ფოტოების დათვალიერებისას ხვდები: ისინი მართლები არიან! დენიზის და მარიას ინიციატივა სწრაფად აიტაცეს სხვა გოგოებმა სოციალური ქსელებიდან. ასე ჰეშთეგი #stylenotsize პოპულარული გახდა. აი, საუკეთესო მტკიცებულება, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს! ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რატომ აირჩია მოდის სამყარომ სხეულის პარამეტრები 90–60–90 რას გულისხმობენ საცურაო კოსტიუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შთაგონება: ოდრი ჰეპბერნის ყოველდღიური სტილი 30 მტკიცებულება, რომ მოდის ინდუსტრიის ყველაზე ექსცენტრიული სამოსი ბუნებით იყო შთაგონებული წარბის მოდა: როგორ იცვლებოდა წარბის ფორმა ბოლო 100 წლის განმავლობაში 704 1-ს მოსწონს |