x
image
Yoona
Mediator image
წარბის მოდა: როგორ იცვლებოდა წარბის ფორმა ბოლო 100 წლის განმავლობაში
ბოლო 100 წლის განმავლობაში წარბის ფორმამ და სტილმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მასზე გავლენას ახდენდა თითოეული ეპოქის სოციალური და კულტურული ტენდენციები. პოპულარული ტიკტოკერი molchanovamua ნათლად გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა წარბის მოდა.



image



რა ცვლილებებს განიცდიდა წარბის ფორმა ყოველი ახალი ათწლეულის განმავლობაში? საინტერესო სანახაობაა. საბედნიეროდ, ტიკტოკერს ამისთვის საკუთარი წარბების მსხვერპლად გაღება არ მოუწია. სქელი ტონალური კრემი დაეხმარა.


თითქმის სწორი წარბები–ძაფები 1920–იან წლებში

image


როგორც წესი, წარბებს მთლიანად იპარსავდნენ, რომ შემდეგ კოსმეტიკური ფანქრით დაეხატათ.



მოდური 1930–იანი წლები

image

წარბები ჯერ კიდევ წარმოუდგენლად წვრილია, მაგრამ ახლა ძალიან მომრგვალებულია.



ტრანსფორმაცია 1940–იან წლებში

image

ამ პერიოდში წარბები უფრო ფართო და ზემოთ აწეულია.



წარბების ბრწყინვალება 1950–იან წლებში

image

სქელ, ფართო, ზომიერად მომრგვალებულ წარბებს უპირატესობა ენიჭება.



ბუნებრივი 1960–იან წლებში

image

მოდაში შემოდის თხელი და სქელი ბუნებრივი წარბები.



ელეგანტური 1970–იან წლებში

image

ბუნებრივი წარბები ისევ პატივშია. ოღონდ ახლა გოგონები გელით ასწორებენ.



რაც უფრო ფართო, მით უკეთესი – 1980–იანი წლების მთავარი ტრენდი

image

გოგონები უპირატესობას ანიჭებენ ფართო და სქლად მოხატულ წარბებს.


90–იან წლებში წვრილ წარბებზე მოდა ბრუნდება

image

მოდაში ბრუნდება ფანქრით დახატული წვრილი წარბები.



2000–იან წლებში გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ წარბები უფრო უნდა დაწვრილდეს

image

მოდის მიმდევრები წარბებს უფრო იღებენ და ფანქრით იხატავენ.



მოულოდნელი ცვლილებები 2010–იან წლებში

image

ახლა გოგონები თამამ თაღოვან წარბებს იკეთებენ.



უკან მოხედვა ვერ მოვასწარით, რომ უკვე 2020–იანი წლები დადგა

image

დღეს ტრენდშია ბუმბულიან საპნიანი წარბები. ამ ეფექტის მისაღებად სპეციალური წარბის ცვილის გამოყენება დაგჭირდებათ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მამაკაცის ვარცხნილობის 100 წელი: როგორ შეიცვალა თმის შეჭრის მოდა კაცებისთვის

2. როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში მოდელების ტიპაჟი, რომელთაც სამუშაოდ მსოფლიოს საუკეთესო მოდის სახლები იწვევენ

3. როგორ გამოიყურებოდნენ ირანის მაცხოვრებლები 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე

4. რას გულისხმობენ საცურაო კოსტიუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

5. აი, როგორ ძლიერად შეიცვალა ქალის სხეული 1957 წლიდან, მიზეზი კი გახდა

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
157