x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
როგორ შეიცვალა ქალის სხეულის სილამაზის სტანდარტები 100 წლის განმავლობაში
image



გადავხედოთ, როგორ შეიცვალა „ლამაზი ქალის“ კონცეფცია ბოლო ასი წლის განმავლობაში.



1910-იანი წლები: გიბსონის გოგონები

image



ქალის სილამაზის იდეალი, რომელიც შექმნა ამერიკელმა ილუსტრატორმა ჩარლზ გიბსონმა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. ქალები ამ გამოსახულების გამორჩეული მახასიათებლების მიბაძვას ცდილობდნენ: რვიანის მსგავსი უნაკლო ქალური ფიგურა, რომელიც მიიღწეოდა მჭიდროდ შეკრული კორსეტის წყალობით.




image



1920-იანი წლები: ფლაპერები

image



პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო მოზარდი გოგონების ეპოქა: დაბალი სიმაღლე, ბრტყელი მკერდი. წელის ხაზმა თითქმის 10 სანტიმეტრით გადაიწია ჭიპის ქვემოთ, ამიტომ პატარა თეძოები აუცილებლობად იქცა. ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს და გარეგნობით დამოუკიდებლობის ხაზგასმა სურდათ.



image



1930-იანი წლები: გლუვი ფორმები

image



1920-იან წლებში პოპულარულმა „ბრტყელმკერდიანმა“ სტილმა ადგილი დაუთმო ოდნავ თვალსაჩინო ბიუსტს. დოლორეს დელ რიო „ჰოლივუდის საუკეთესო ფიგურად“ აღიარეს, ხოლო ჟურნალები მის გლუვ ფორმებზე აღტაცებით წერდნენ.



image



1940-იანი წლები: ძალა

image



მეორე მსოფლიო ომმა მოდაში შემოიტანა „ჯარისკაცის“ მხრები (ფართო, კვადრატული, აგრესიული). მოდის სამყაროს კუთხოვანი ფორმები მართავდა. ქალები უნდა ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და შრომისუნარიანები, ანუ ძლიერები.



image



1950-იანი წლები: ქვიშის საათები

image



1950-იან წლებში მოდაში დაბრუნდა მრგვალი, ფუმფულა, რბილი ფორმები. ყველგან, სარეკლამო პლაკატებზეც, გამხდარ ქალებს დასცინოდნენ და წონის მატებისკენ მოუწოდებდნენ სხეულის სასურველი სიმრგვალის მისაღებად. ქალის სილამაზის იდეალები იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი და მერილინ მონრო.



image



1960-იანი წლები: ლერწამივით ტანი

image



სვინგერებმა 1960-იან წლებში მოდა უკან დააბრუნა. სიგამხდრე ისევ ტრენდული გახდა. სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა ტვიგიმ, არაბუნებრივად გამხდარმა მინიატიურულმა ქალმა. დიეტებით და გასახდომი პროდუქტებით მასობრივი გატაცების ეპოქა დადგა.



image



1970-იანი წლები: ძვალი და ტყავი

image



ეს ათწლეული გიჟური წვეულებების დრო იყო. ამ წვეულებების გოგონებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ვიწრო თეძოები და ბრტყელი მუცელი, რომ იმ დროს მოდური ტანსაცმელი მოერგოთ. მთლიანობაში ისევ გამხდარი ქალი იყო დომინანტური, მაგრამ მრგვალი ფორმები ნელ-ნელა ბრუნდებოდა.



image



1980-იანი წლები: სუპერმოდელი

image



80-იანი წლები ფიტნესის ეპოქის დასაწყისი იყო. პირველად ქალზე კუნთები არა მხოლოდ მისაღები, არამედ სასურველიც იყო. სუპერმოდელები ამაზონის გარეგნობით კვარცხლბეკს იპყრობდნენ. მაღალი და გრძელფეხება ქალი სილამაზის ახალ იდეალად იქცა.



image



1990-იანი წლები: უპატრონო

image



მე-20 საუკუნის ბოლოს უნისექსის სტილი დაიბადა, მტკივნეული სიგამხდრის და მოუწესრიგებელი ტანსაცმლის მოდა მოვიდა: ორი ზომით დიდი სვიტერი, მუხლებზე დახეული ჯინსი. ამ პერიოდის სექს სიმბოლოები იყვნენ ქეიტ მოსი, უინონა რაიდერი - გამხდარი, დაბალი, გამოხატული ფორმების გარეშე.



image



2000-იანი წლები: სპორტული აღნაგობა

image



სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა მოდაში დააბრუნა ქალური სექსუალობა და დაასრულა „გმირული შიკის“ ეპოქა. ფერმკრთალი, ღონემიხდილი, მინისფერი თვალების მქონე სახე წარსულს ჩაბარდა. ეს არის ძლიერი და სექსუალური ქალების დრო, ნავარჯიშები პრესის და ხელოვნური რუჯის ეპოქა.



image



2010-იანი და 2020-იანი წლები: დიდი დუნდულები

image



ახლა მოდაშია ბრტყელი მუცელი, ფართო სავსე თეძოები და დიდი დუნდულები.



image



იდეალები მრავალმნიშვნელოვანი და ცვალებადია. სწორედ ამიტომ, არ დაკარგოთ მეობა და ნუ აჰყვებით მოდას!



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ იცვლებოდა ქალის მოდა ირანში ბოლო 100 წლის განმავლობაში?

იცით, რატომ აირჩია მოდის სამყარომ სხეულის პარამეტრები 90–60–90

წარბის მოდა: როგორ იცვლებოდა წარბის ფორმა ბოლო 100 წლის განმავლობაში

რას გულისხმობენ საცურაო კოსტიუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მინი ქვედაბოლოს ისტორია ჩინური ქრონიკებიდან მადონამდე და ბრიტნი სპირსამდე


0
211
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
211