ტენდენციები გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის 2018, 5 ნოემბერი, 16:33
ჩვენ ყველას გვიყვარს ნათელი და ღია ფერები სოციალურ ქსელ ინსტაგრამიდან: ვარდისფერი ფლამინგო, მწვანე პალმა, ლურჯი ზღვა და ა.შ.
ასე რომ, ახალი მოდური ტრენდი, რომელზეც დღეს გიამბობთ, თითქოს სპეციალურად ინსტაგრამისთვის არის შექმნილი.
თუ ფერებს ვახამებთ, დაე ყველგან შევახამოთ!
და საქმე ეხება არა ვარდისფერ ან მეწამულ თმას, არამედ კბილებს... სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქებს უკვე ყველა შეეგუა... და რას იტყვით კბილების ლაქზე? ის 24 საათის განმავლობაში მდგრადია. ეს „სასწაული-ლაქი“ ვიზაჟისტმა, დევიდ სილვერშტეინმა მოიგონა. „ვარაუდობთ, რომ ძალიან მალე ასეთი კბილების ლაქი მოდური და ტრენდული გახდება. თქვენ შეძლებთ შეიღებოთ კბილები არა მხოლოდ წვეულების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ის შერჩეულ ტანსაცმლის ფერთან შეხამებული იყოს“ რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა; „ასეთი კოსმეტიკა კბილებს ზიანს არ აყენებს?“ დევიდის თქმით, ზიანს არ აყენებს. უფრო მეტიც, 24 საათის გასვლის შემდეგ კბილებზე კვალს არ ტოვებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრენდი ჯერჯერობით რთული სათქმელია, მაგრამ სოციალური ქსელის მოყვარულები უკვე იყენებენ. 459 შეფასება არ არის
|