ტენდენციები 18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა 2020, 6 თებერვალი, 11:11 ამბობენ, რომ მოდა წრეზე დადის და ზოგჯერ უბრუნდება იმას, რისი დავიწყებაც ასე ადრე გვაქვს. 2000-იანი წლების დასაწყისის პროვოკაციული და თამამი მოდა ბოლო წლებში კვლავ მთავარ ტრენდად იქცა.
ვფიქრობ, რომ მოდაზე ბრმად მიდევნება არ ღირს. საღი აზრი არ უნდა დაგვავიწყდეს, თუმცა ზოგიერთი ტრენდი მაგარია და მათზე საუბარი ღირს.
1. ნივთები „ბადეში“ წვრილი და მსხვილი, უხეში, როგორც სათევზაო ბადე ან ნაზი მაქმანი - ის კვლავ პოდიუმზე, წითელ ხალიჩასა და შოპაჰოლიკების გარდერობში გამოჩნდა. ასეთი სტილი 21-ე საუკუნის დასაწყისში ყურადღების ეპიცენტრში იყო და ახლაც ასეა. ეს თამამი ტრენდია ან ვულგარული უგემოვნება თავად გადაწყვიტეთ. 2. შარვალი კარგო ოდესღაც ლარა კროფტის სტილს თინეიჯერები ბაძავდნენ, შემდეგ მან უფრო მგრძნობიარე სტილს ადგილი დაუთმო. თავისუფალი სტილის შარვალი ძალიან კომფორტულია, ასე რომ მისი დაბრუნება მოსალოდნელი იყო. მათ, ვისაც მოდის კაპრიზულ ტენდენციებზე მიდევნებას პრაქტიკულობა ურჩევნიათ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ნივთი კვლავ მოდაშია. კორტნი კარდაშიანმა 2000-იანი წლების მოდას რამდენიმე განუყოფელი ატრიბუტი დაუმატა. 3. შიშველი მუცელი აბსოლუტურად არაპრაქტიკული, მაგრამ ძალიან ქალური მოდელი - „მოჯადოებულის“ ყველა გულშემატკივრის ოცნება, რომლის ტრიუმფალური აღმასვლობა 2020 წელს იწყება. მოდის მიმდევრები თვლიან, რომ ის ფორმებს ხაზს უსვამს და მაღალწელიან შარვალს და ქვედაბოლოს კარგად ერწყმის.4. “ცხოველების“ პრინტი ქალები ცხოველების სიყვარულს და ელეგანტური ლეოპარდების მიბაძვას არ წყვეტენ. 2000-იანი წლების დასაწყისში „მტაცებლურ“ სტილში ვარსკვლავები და მოდის მიმდევრები ხშირად ჩნდებოდნენ. დღეს ის კვლავ პოპულარულია, თუმცა ბოლომდე „გველში“ გახვევა საჭირო არაა. ერთი აქსესუარი საკმარისია, რომ მოსაწყენ და ტრივიალურ ლუქს ახალი ფერები შემატოთ.5. ღია ვარდისფერი ნივთები თვალებმა მჟავე ფერებისგან დასვენება მოასწრეს? ვარდისფერი არა უბრალოდ დაბრუნდა, არამედ მოდის ინდუსტრიაში ყველაზე კაშკაშა ვარიანტით შემოიჭრა.6. სპორტული კოსტიუმები როცა 2000-იან წლებში ვარსკვლავები Juicy Couture-ს ველური ფერის ხავერდის კოსტიუმში გამოჩნდნენ, მოდის სამყარო გაოგნებული იყო და ამ კოშმარის სწრაფად დავიწყება სურდა. დღეს სპორტული ნივთები ჭირსა და ლხინში ყველგან შეგიძლიათ ჩაიცვათ და ჰეშტეგიც კი შეიქმნა #TracksuitNation. მოდური ბრენდები მთელ კოლექციას ქმნიან.7. სტრინგები, რომლებიც ტანსაცმლიდან ჩანს 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე სადავო ტენდენცია ვარსკვლავების ცხოვრებაში კვლავ შემოიჭრა. მოდის ინდუსტრიის ექსპერტები გაბედულ ქალებს ურჩევენ, რომ აქცენტი მინიმალიზმზე გააკეთონ.8. ჩანთა Fendi Baguette ჩანთა სარქველით და მაგნიტური სამაგრით, რომელიც ჟურნალისტის კერი ბრედშოუს (მთავარი გმირი „სექსი დიდი ქალაქიდან“, რომელიც სარა ჯესიკა პარკმა შეასრულა) წყალობით ლეგენდარული გახდა. Fendi Baguette-ს ჩანთა გასულ წელს 164%-ით გაიზარდა და თითოეული მოდის მიმდევარი თვლის, რომ ასეთი ნივთი გარდერობში ყველას უნდა ჰქონდეს.9. კეპი და ბერეტი ოდესღაც ჯულია რობერსტის გმირმა ვივიანმა საკულტო ფილმიდან „ლამაზმანი“ კეპი მოდაში შემოიტანა. კეპები ვარსკვლავების ლუქებს 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ავსებდნენ. შემდეგ ვნება ჩაცხრა, მაგრამ ახლა კვლავ მაღალი და ქუჩის მოდის სამყაროში დაბრუნდა.10. კაბა ჯინსის ზემოთ კიდევ ერთი საკამათო ტენდენცია კვლავ ქალაქის ქუჩებშია. მას მხოლოდ თამამი და თავდაჯერებული ქალები მიმართავენ, რადგან მრავალფეროვნება მთელი ხელოვნებაა, ხოლო შეუთავსებლის შეთავსება უნდა ისწავლოთ, რომ სასაცილოდ და უადგილოდ არ გამოიყურებოდეთ.11. ჟანგისფერი და ღია ფერის თმა 90-იანი წლების ბოლოს გოგოები თმის ტუშს ყიდულობდნენ და რამდენიმე კულულს იღებავდნენ, ასევე კუმირებს ბაძავდნენ. წელს იგივე ხდება: გოგოები თმას იღებავენ, რომ ინდივიდუალობას ხაზი გაუსვან. „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და ღია ფერის თმის მფლობელი გახდა.12. ლოგომანია ოჰ, ეს უკვე „მძიმე ლუქსია“. გვეგონა, რომ ეს ყველაფერი იქ დარჩა, სადაც ბრიტნი მღეროდა: „უპს, ეს კიდევ გავაკეთე“, მაგრამ არა. ლოგოების მქონე მაისურებში გადაღებული ფოტოები ინსტაგრამში მხოლოდ ზარმაცებმა არ დადეს. ეს კვლავ ერთგვარი ფინანსური სტატუსის განცხადებას წარმოადგენს - ადამიანი Gucci-ს მაისურში სამყაროს უგზავნის წერილს: „მე შემიძლია საკუთარ თავს ამის უფლება მივცე“. და მართლაც შეუძლია, თუმცა ამაზე ვიცინოთ თუ ვიტიროთ არ ვიცით.13. კოსტიუმი შიშველ სხეულზე ან ბიუსჰალტერზე რამდენადაც ეფექტურია, ამდენითვე არაპრაქტიკულია რეალურ ცხოვრებაში. თუ ყურადღების მიქცევა გსურთ, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.14. კამუფლაჟის პრინტი ფერთა სქემა, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის შესანიღბად შეიქმნა, ჯერ კიდევ 60-იან წლებში პოპულარული გახდა, როგორც სამოქალაქო პროტესტი ომების წინააღმდეგ. 2000-იან წლებში კვლავ ყველგან გვხვდებოდა, ყურადღების მისაპყრობი საშუალება. ტრენდი ახლაც ამ ამოცანას ასრულებს.15. ჰალსტუხი ნებისმიერ ტანსაცმელთან თავხედური როკერის საყვარელი ატრიბუტი კვლავ პოპულარობის პიკშია. ამასთან ქალს შეუძლია ჰალსტუხი ატაროს ისე, როგორც კაცს არ შეუძლია: გახსნილი, მხარზე გადადებული, კოსტიუმთან, პერანგთან, მაისურთან.16. ჯინსებში თავიდან ბოლომდე მოდა ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა და ჯინსის კაბა, ქურთუკი, პანამა და ჩანთა დააბრუნა. ჯინსი უბრალოდ კვლავ ჩვენთანაა.17. თხელი შარფები გრძელი და თხელი შარფები ვერ გაგათბობთ, სამაგიეროდ ლუქს შეავსებს. ამის შესახებ 2000-იანებში იცოდნენ და ახლაც გაიხსენეს. ახლა შეგიძლიათ არა მხოლოდ ყელზე, არამედ წელზე შემოიხვიოთ ან ვარცხნილობაში ჩაიპწნათ.18. საყურე-რგოლი სხვადასხვა დიამეტრის რგოლის ფორმის საყურეები ადრე ყველა მოდის მიმდევარს ჰქონდა, შემდეგ ეს მოდური აქცენტი ბევრს დაავიწყდა. თუ ადრე ასეთი საყურეები გქონდათ, ახლა თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან მეგან ფოქსი, ტეილორ სვიფტი, ქლოია კარდაშიანი და რიანა ასე აკეთებენ.ასევე დაგაინტერესებთ: 90-იანი წლების ველური მოდა: რას იცვამდნენ მოდელები ჩვენებების დროს 10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო 70-იანი წლების მამაკაცების მოდა, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს (20+ ფოტო) დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ 782 შეფასება არ არის |