ახალი მეოთხე სერიის BMW -ს ოფიციალური პრეზენტაციიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა. ინტერნეტში კი უკვე გამოჩნდა ახალი BMW M4-ის გამოსახულება
ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია. ავტომობილის გარეგნობაში ყურადღებას რადიატორის უზარმაზარი ცხაური იქცევს.
«უბრალოდ ვერ ვიჯერებ, ნუთუ მართლა ასე გამოიყურება», — წერს ფორუმ Reddit-ის მომხმარებელი. «ეს რა ჯანდაბაა? უარესია მათ მიერ ახლახანს ნაჩვენები M440i-ზე, », — აღშფოთებულია მეორე.
როგორც ამბობენ M4 -ს 3, 0-ლიტრიანი, V6 ძრავი ექნება. რომლის სიმძლავრე 480 ცხენისძალიდან 510 ცხენისძალამდე იქნება. მანქანა სრულამძრავიანია, მაგრამ მსურველებს შეუძლიათ უკანახიდიანი აირჩიონ, როგორც M5 და M8-ს შემთხვევაში. ავტომობილის წარდგინებას შემოდგომისთვის ელიან.