საზოგადოება 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესება არ ნიშნავს იმას,რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი მანამდე არ აღდგება 2020, 24 მაისი, 9:54 რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობის ახალი, 23 მაისის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დამტკიცდა "ახალი რეგულაციები იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ", რომელიც გაგრძელდება 15 ივლისამდე და შეეხება ზოგადი რეგულაციებს, მათ შორის საჰაერო თუ სარკინგზო მიმოსვლას, საგანმანათლებლო პროცესს, კულტურულ და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სემინარებს, ეკონომიკური საქმიანობას და სხვა სფეროებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა აუცილებლად 15 ივლისამდე იმოქმედებს, ისევე, როგორც კომენდატის საათის პირობებში, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. "საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს" - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.ასე, რომ ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს. 117 6-ს მოსწონს
|