საზოგადოება მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა 2020, 22 მაისი, 16:43
სამოქალაქო უფლებების და გარემოს დამცველი აქტივისტი ნატა ფერაძე ნატა სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ტრანსგენდერ ქალს ერთ-ერთმა ეკლესიამ დახმარება გაუგზავნა.
"ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!! ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ. კი. ეკლესიის! ვიწყებ დარიგებას."-წერს ფერაძე. იქვე კომენტარში ფერაძეს სთხოვენ დააზუსტოს, თუ რომელი კონფესიის ეკლესიამ გამოუგზავნა ტრანსგენდერ ქალებს, სადაც პასუხობს, რომ მართლმადიდებლურმა, თუმცა კატრეგორიულად არ ასახლებს კონკრეტულად რომელ ეკლესიამ, "მთხოვეს არ თქვაო"-წერს კომენტარში ნატა ფერაძე. 575 5-ს მოსწონს
|