სხვა ბრიტანეთში გარდაიცვალა ქალი,რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულმა შეაფურთხა 2020, 13 მაისი, 11:07 დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ლონდონში, ვიქტორიას სადგურზე ბილეთების გამყიდველად მუშაობდა და რომელსაც უცხო ადამიანმა შეაფურთხა. 47 წლის ბელა მუჯინას (Belly Mujina)ცვლაში მუშაობის დროს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც ქალს სახეში შეაფურთხა და უთხრა, რომ COVID-19-ით იყო ინფიცირებული, ინციდენტი 22 მარტს მოხდა, ხოლო 5 აპრილს მუჯინა კორონავირუსით გარდაიცვალა, როგორც ირკვევა, ქალს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.მუჯინას გარდა დაინფიცირდა კიდევ ერთი მისი კოლეგა. მუჯინას გადარჩა მეუღლე, ლუსამბა გოდ კატალეი და 11 წლის ქალიშვილი. ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ, ვიქტორიას სადგურზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. 748 5-ს მოსწონს
|