x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ძვირფასი ქვები დედამიწაზე (ალმასი რეიტინგში მხოლოდ მეხუთეა)
1. ალმასი. ერთი კარატი — 15 000 $


image


ბრილიანტი (დაწახნაგებული ალმასი) ყველასთვის ცობილი ძვირფასი ქვა არის, რადგან ის, ხშირ შემთხვევაში, საიველირო ნაწარმის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს.

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ალმასი სუფთა ნახშირბადია. ხოლო, ქვის მოპოვება მაგმურ კიმბერლიტში ხდება, რომლის ფორმირება 1-3 მილიარდი წლის წინ მოხდა.



4. სერენდიბიტი. ერთი კარატი — 18 000 $


image


სერენდიბიტი — მეტად იშვიათი ქვა და მინერალია, რომელიც პირველად 1902 წელს, შრი-ლანკაზე აღმოაჩინეს. ამ ცოტა ხნის წინ კი, მიანმარშც იპოვეს.

მონოსილიკატს რთული ქიმიური ფორმულა აქვს, კალციუმის, ბორის, ალუმინის, მაგნიუმის და სხვა მინერალების გვერდითი განშტოებებით.



3. გრანდიდიერიტი. ერთი კარატი — 20 000 $


image
გრანდიდიერიტი — ძალიან იშვიათი ქვა არის. ის, გასული საუკუნის დასაწყისში, მადაგასკარზე აღმოაჩინეს, დღეს კი, მას ახალ ზელანდიაზე, შრი-ლანკაზე, ნორვეგიაში, აშშ-ში და კანადაში მოიპოვებენ. საბადოებზე ქანების დამუშავება კუსტარული წესით ხდება (სხვანაირად არც შეიძლება) და 50 გრ. ხარისხიანი, გამჭვირვალე ქვის მისაღებად, 800-1000 კგ. ნაშალი მასალის დამუშავება არის საჭირო.




2. ტააფეიტი. ერთი კარატი —35 000 $


image


ტააფეიტი — გარდა იმისა, რომ ძალიან იშვიათი ქვა არის, მას ერთი საინტერესო ისტორიაც უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ ის პირველად 1945 წელს, დუბლინში, უკვე დაწახნაგებლი სახით იპოვეს და თავდაპირველად შპინელი ეგონათ. შემდგომი კვლევით კი დადგინდა, რომ მინერალი სინამდვილეში ახალი, მანამდე უცნობი, ძვირფასი ქვა იყო.

ტააფეიტი აღმოჩენილია შრი-ლანკაზე და ტანზანიაში, ალუვიონური დანალექი ქანების ფენებში.



1. წითელი ბრილიანტი. ერთი კარატი — 1 000 000 $


image
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალმასი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ცნობილი ქვა არის ჩვენს პლანეტაზე. წითელი ბრილიანტიც ალმასის დამუშავებით მიიღება, მაგრამ მისი ფასი, სხვა ფერის ბრილიანტებთან შედარებით, ბევრად უფრო დიდია. ასეთი ფასთა სხვაობის მიზეზი კი ის არის, რომ მსოფლიოში სულ, 30-მდე ასეთი ქვა არის აღმოჩენილი და უმრავლესობის წონა ნახევარ კარატს არ აღემატება, ხოლო ყველაზე დიდი 5, 11 კარატს იწონის. შესაძლებელია, ბევრი ფიქროს, რომ ქვის წითელი ფერი მინარევებით მიიღწევა, მაგრამ რეალურად, ეს მინერალის კრისტალური ბადის პლასტიკური დეფორმაციის შედეგია.

imageimageimage

* 20 ყველაზე ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობა

* რატომ ღირს ბრილიანტი (ალმასი) ასე ძვირი?! რეალური მიზეზი ბევრმა არ იცის

* ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები – ლეგენდარული კოლექციის 5 საინტერესო ისტორია

* 7 უძვირფასესი ყელსაბამი, რომელიც მსახიობებს ფილმის გადაღების დროს ეკეთათ (თითოეულის ფასი 1 000 000 $ ნაკლები არ არის)

* ნახევრადძვირფასი ქვების ენერგია ჩვენს სამსახურში

0
1097
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1097
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0