ქალი და მამაკაცი ნეიმარის დედა 23 წლის საყვარელს იმის გამო დაშორდა,რომ გეი აღმოჩნდა 2020, 25 აპრილი, 12:17 ბრაზილიელი ვარსკვლავის, პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ნეიმარის 52 წლის დედა, ნადინ გონსალვესი(Nadine Goncalves ) 23 წლის შეყვარებულს, ტიაგო რამოსს იმიტომ დაშორდა, რომ როგორც გაირკვა ახალგაზრდა მამაკაცი კაცებს ხვდებოდა. ამის შესახებ იუწყება Daily Mail-ი. ტიაგო რამოსი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აღმოჩნდა გახდა. ნეიმარის დედამ დაადგინა, რომ მასთან რომანის დაწყებამდე ტიაგო კაცებს ხვდებოდა, მათ შორის ნეიმარის პირად მზარეულსაც. ნადინ გონსალვესმა შეყვარებული, რომელიც თავის შვილზე 6 წლით უმცროსია, სახლიდან გააგდო, ამის შემდეგ ის ბრაზილიაში, საკუთარ მშობლებთან დაბრუნდა. როგორც გამოცემა იუწყება, ნეიმარის დედამ ტიაგო რამოსი ამა წლის თებერვალში შვილის დაბადების დღეზე გაიცნო. 266 3-ს მოსწონს
|