x
image
მანჩო 777
"- ალო, 3-20-ია? " ანუ რატომ ვამბობთ ტელეფონზე პასუხისას სიტყვას ''ალო" ?
ალბათ ხშირად დაინტერესებულხართ, რატომ ვამბობთ ტელეფონზე პასუხის გაცემისას "ალო"-ს. არსებობს ორი ვერსია ამ ფრაზის წარმოშობის: ერთი ბანალური და მეორე - რომანტიკული. გავეცნოთ ორივე მათგანს.



image


თურმე თავიდან, როცა ტელეფონი ის-ის იყო გამოიგონეს, მის ზარზე პასუხობდნენ სიტყვით "ექოი!" სწორედ ამ სიტყვით მიესალმებოდა ტელეფონის ამერიკელი გამომგონებელი ალექსანდრ ბელი ერთი ხაზიდან მეორე ხაზის ბოლოში მოსაუბრეს. ეს სიტყვა საზღვაო ჟარგონიდან მოდის და სავარაუდოდ "ეი, მანდ გემბანზე!"-ს ნიშნავს.

ბელის კონკურენტმა, ტომას ედისონმა კი, რომელმაც თავისი თანამემამულის გამოგონება დახვეწა, სატელეფონო მისალმებაც შეცვალა და "ექოი" სიტყვა "ჰელოუთი" ჩაანაცვლა. ეს სიტყვა ჩვენ ენაზე ნიშნავს მისალმებას: "გამარჯობა" ან უბრალოდ " ჰეი".

სხვათა შორის, გადმოცემის თანახმად სწორედ სიტყვა "ჰელოუ" ჩაწერა პირველად ედისონმა კიდევ ერთ თავის გამოგონებაში - ფონოგრაფში. ტელეფონოგრაფიის სწრაფ განვითარებასთან ერთად სიტყვა "ჰელოუ" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სატელეფონო სიტყვად დამკვიდრდა, თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური ნორმების მიხედვით სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა.

მაგალითად, ფრანგები "ალოს" ამბობენ, ვინაიდან მათ ენაში ასობგერა "ჰ" არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს ანბანში "ჰაე" მოგვეპოვება, ჩვენთვისაც "ალო" გახდა ტელეფონში მისასალმებელი სიტყვა (თუ არ ჩავთვლით სიტყვებს: "გისმენთ", "ბატონო" ან "რომელ უჭირავს ტრუბკაი?" - რომელსაც ქართული კომედიური ფილმის გმირი ამბობს).






ასე რომ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დარჩა თავდაპირველი სახით სიტყვა "ჰელოუ".


იტალიელები ყურმილის აღებისას ამბობენ "პრონტო"-ს, ჩვენებურად "მზად ვარ!"; ბერძნები- "პარაკალო"-ს ანუ "წინ!"; იაპონელების სატელეფონო მისალმება ასე ჟღერს- "მოსი-მოსი!"ანუ "ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ!"; ესპანური "ჰოლა" იგივე "ალო"; თურქების მისალმება კი ქართულად "ბატონო"-ს ნიშნავს- "ეფენდი!", თუმცა ისინიც ხშირად იყენებენ "ალოს".

ეს რაც შეეხება ბანალურ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ვერსიას, თუმცა არსებობს ამ სიტყვის წარმოშობის მეორე, არანაკლებ საინტერესო, რომანტიკული ვერსიაც:

”ალო” სინამდვილეში ქალის სახელის, ალექსანდრა ლოლიტა ოსვალდოს შემოკლებული ფორმაა. ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა გოგონა ტელეფონის გამომგონებელ ალექსანდრე გრეჰემ ბელის შეყვარებული ყოფილა. სწორედ მას აჩუქა თავისი პირველი ტელეფონი ბელმა და პირველი ზარიც ლოლიტას მისამართით განახორციელა. როდესაც ტელეფონი რეკავდა, ნათელი იყო, რომ გამომგონებელს მისი შეყვარებული ალექსანდრა ურეკავდა და გრაფი ბელი ზარის გაგონებისთანავე საუბარს ალექსანდრა ლოლიტა ოსვალდოთი იწყებდა. შემდგომში მან შეამოკლა თავისი შეყვარებულის სახელი და ''ალე ლოლო''-ს ეძახდა.



imageფოტოზე: ალექსანდრ გრეჰემ ბელი



რადგან დიდ ფიზიკოსს დრო არასოდეს ჰყოფნიდა, ამიტომ მან კიდევ უფრო შეამოკლა შეყვარებულის სახელი და ყველაზე ლამაზი შემოკლებული ფორმა -''ალო'' მიიღო. მოგვიანებით ალექსანდრა ლოლიტა ოსვალდომ მხოლოდ ტელეფონზე და გამოგონებებზე ფიქრით დაკავებული გრეჰემ ბელის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო და ასეც მოიქცა. საბრალო ბელი დიდხანს ელოდა მას და სატრფოს დაბრუნების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამაოდ. როდესაც ტელეფონი რეკავდა, სატრფოს მომლოდინე ალექსანდრ გრეჰემ ბელი ხშირად გაუცნობიერებლად კვლავ ''ალოთი'' პასუხობდა. მისმა კოლეგებმა და თანამოაზრეებმა ეს სიტყვა ტელეფონზე პასუხის გაცემის ფორმად ჩათვალეს და მალევე აიტაცეს კიდეც. ასე გავრცელდა სიტყვა ''ალო'' და სულ მალე სატელეფონო საუბრის დაწყების ფორმად ჩამოყალიბდა.

3
1002
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1002
  
2020, 23 აპრილი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 23 აპრილი, 0:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 აპრილი, 20:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3