კინო შარლიზ თერონის ვარსკვლავური კარიერა ჩხუბით დაიწყო 2020, 18 ივლისი, 9:33 არიან ადამიანები, რომლებსაც ცნობილი ადამიანების შურთ, მათი სახელის, პოპულარობის, სილამაზია, სიმდიდრის და როგორც ფიქრობენ, უშფოთველი ცხოვრების გამო. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ მათი უმრავლესობა, ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად და ჰოლივუდში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად, არაერათი წელი იბრძვოდა. მაგ., ყველასთვის ცნობილია, რომ შარლიზ თერონი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული მსახიობია ჰოლივუდში. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რისი გადატანა მოუხდა მას ბავშვობაში. მომავალი მსახიობის მამა ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო, რომელიც ხშირად სვამდა და მეუღლეს სცემდა. ასე გადიოდა წლები... ერთხელ, მაშინ შარლიზი უკვე 15 წლის იყო, მამამისი დათვრა, მორიგი ჩხუბის და სკანდალის შემდეგ, პისტოლეტი აიღო და ცოლ-შვილს მოკვლით ემუქრებოდა. მაგრამ, ქალმა პისტოლეტს სტაცა ხელი და მეუღლე მოკლა. მის მიმართ საქმე არ აღძრეს, რადგან თავს და შვილს იცავდა. 16 წლის თერონმა მოდელების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მან იტალიის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც კი ის დასრულდა, მოდელის კარიერაზე უარი თქვა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა. გოგონა ბავშვობიდან საბალეტო სკოლა-სტუდიაში დადიოდა და ბალერინობაზე ოცნებობდა... შარლიზმა, 19 წლის ასაკში, მუხლის ტრამვა მიიღო და მოცეკვავის კარიერას დაემშვიდობა. «მეგონა, რომ სამყაროს დასასრული იყო, რადგან ცეკვა ჩემი ვნება იყო... ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და სუპერმარკეტში მომიწევდა მუშაობა», — წლების შემდეგ, აღიარა მსახიობმა. 1996 წ. მისი ცხოვრება, რადიკალურადლ, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბანკში მოლარეს იმის გამო ეჩხუბა, რომ მან, დედის მიერ გამოგზავნილი, 500 დოლარიანი ჩეკის განაღდებაზე უთხრა უარი. სკანდალი იმდენად დიდი და ხმაურიანი იყო, რომ გოგონამ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჯონ კრობის ყურადღება მიიქცია, რომელიც იმ მომენტში, ბანკში იყო. მან მომავალ ვარსკვლავს სავიზიტო ბარათი მისცა, ხოლო 3 დღის შემდეგ, სამსახიობო ხელოვნების სკოლაში ჩააბარებინა... 8 თვის შემდეგ, თერონმა პირველი ეპიზოდური როლი მიიღო... ხოლო, 3 წლის შემდეგ, პირველი დიდი როლი ფილმში, — «ეშმაკის ადვოკატი», რომელშიც ის კიანუ რივზთან და ალ პაჩინოსთან ერთად თამაშობდა. ფილმის პრემიერის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობის ვარსკვლავური კარიერა დაიწყო... ამჟამად, მსახიობს 50-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შესრულებული, არის რამდენიმე ფილმის პროდიუსერი, მიღებული აქვს ოსკარი და სხვა, არაერთი ჯილდო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შარლიზ თერონმა არც ძველი პროფესია დაივიწყა და ის მსახიობობას მოდელობასაც უთავსებს: გამოდის ჯონ გალიანოს ჩვენებებზე და მონაწილეობას იღებს Dior-ის, Raymond Weil-ის და Uniqlo-ს სარეკლამო რგოლებში. * მელ გიფსონის 9 შვილიდან ერთი მამის კვალს გაჰყვა... * ვარსკვლავები, რომლებმაც განვითარების თავისებურებების მიუხედავად წარმატებას მაინც მიაღწიეს 353 6-ს მოსწონს
|