საზოგადოება "მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა 2020, 1 აპრილი, 11:29 ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხატია მეშველიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება ინტერნეტმომხმარებლებს. მეშველიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, როგორ გაიარა მკურნალობის პერიოდი თვითიზოლაციაში მყოფმა, ექიმების რჩევების გათვალისწინებით: "მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ. ვცხოვრობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის. Covid-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანებთან ხუ დღიანი უშუალო კონტაქტის შემდეგ მეც დამეწყო საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები. პირველი რაც შევნიშნე იყო ყელის ტკივილი და 37 C ტემპერატურა. მეორე დღეს ოდნავ მოიმატა ტემერატურამ, დაახლოებით სამი ხაზით. ძალიან უსიამოვნო იყო ეს ყველაფერი, თუმცა პანიკას არ ავყოლილვარ. გავიკეთე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში. დავიწყე მკურნალობა მხოლოდ ცხელი სითხეებით დღეში 14-15 ფინჯანი (ლიმონი, ჯინჯერი თაფლი). ამ დღეების განმავლობაში მქონდა სისუსტე, თავის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა 37, 5C. სიცხის დამწევი ანუ პარაცეტამოლი მხოლოდ 3-ჯერ მივიღე რაც მაინც და მიანც სასურველი არ ყოფილა როგორც შემდგომში ბატონ ზურაბ გურულთან კონსულტაციისას გავარკვიე, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი თავად ებრძვის ვირუსს და თუ შესაძლებელია და ასატანია, რომ 38-მდე სიცხეს გაუძლოს ადამიანმა, არ ღირს სიცხის დამწევის მიღება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ექიმს, ბატონ ზურაბ გურულს. მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, რომ მაინც დამითმო დრო რადგან მასთან გასაუბრებამ გამაცნობიერებინა მდგომარეობა უფრო რეალისტურად და მომეხსნა შიშები. გავთავისუფლდი პანიკისგან, რომელსაც არ ვიმჩნევდი და თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი. მე-5 დღეს ჩემი ტესტის პასუხი იყო დადებითი... განაგრძეთ კითხვა75 2-ს მოსწონს
|