x
image
ეკა ლაცკა
ფრიდა კალო - ექსტრაორდინალური ქალღმერთი, რომელიც  ცოცხლობდა, ხატავდა და უყვარდა...
image

„ქაღალდზე, მზის ჩაბნელებაში, ყველა სტრიქონში, ჩემი სულის ყველა ლილიაში, ჩემს სიგიჟეში, სიზმრებში, საწერი კალმის კიდეზე მელნის წვეთივით ჩამოკიდებულია დიეგო“...

“,

„სპილოს და მტრედის დუეტი“...


ასე ეძახდნენ ექსპრესიული მხატვრის ფრიდა კალოსა და ექსცენტრული მონუმენტალისტის დიეგო რივერას ერთობ უჩვეულო წყვილს.

21 წლით უფროსი, ასი კილოგრამით მძიმე, ორი თავით მაღალი, გარეგნულად არცთუ ისე მიმზიდველი და სიმპათიური... ცნობილი, როგორც ქალების მუსუსი.


ფრიდამ, რომელმაც 6 წლის ასაკში გადაიტანა პოლიემილიტი და დაკოჭლდა, ხოლო 18 წლის ასაკში მოხვდა ავტოკატასტროფაში და ფაქტიურად თავიდან ააწყეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უძრავად იწვა და არაადამიანურ ტკივილს იტანდა....

დაინახა თუ არა უზარმაზარი, თმააჩეჩილი, მაგრამ თავისებურად ქარიზმატული დიეგო, მამის ხელით გაუგზავნა საკუთარი ნახატები...

image

ფრიდასთან შეხვედრამდე, დიეგოს უკვე ორი გახმაურებული რომანი და 3 შვილი ჰყავდა...

როდესაც ფრიდას მამამ შეატყო, რომ დიეგოსა და ფრიდას შორის გრძნობები გაჩნდა, პირდაპირ განუცხადა - „ჩემი ქალიშვილი ძალიან ავად არის და მისი მდგომარეობა მომავალში მხოლოდ გაუარესდება. დაფიქრდით და თუ მაინც არ გადაიფიქრებთ მასზე ქორწინებას, მე უფლებას დაგრთავთ“...

რივერამ არ გადაიფიქრა...



image

"სპილოს და მტრედის" დუეტს შორის საოცრად ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა გაჩნდა.

...

"ჩემს ცხოვრებაში ორი საბედისწერო შემთხვევა მოხდა: ერთხელ, როცა ავტობუსისა და ტრამვაის შეჯახებისას მიწაზე დავენარცხე და ხეიბრად ვიქეცი, მეორედ, როცა დიეგო რივერას შევხვდი და ემოციურად გამოვცარიელდი",

განაცხადა ერთხელ ფრიდა კალომ.



...

რივერას ფრიდასადმი დაწერილ ერთ-ერთ წერილში კი ვკითხულობთ:

- „ არ არსებობს არაფერი შენი ხელების შესადარი... არ გაჩენილა არაფერი, რასაც შენის მწვანე, ოქროსფრად დამწუხრებულ თვალებს შევადარებდი... შენ ჩემი ღამის სარკე, ჩემი გულის ელვა და ჭექა-ქუხილი!“...


image

თუმცა ისევე, როგორც იშვიათად იცვლებიან ადამიანები, დიეგოსაც არაფერი შეცვლიდა. ის მაინც რჩებოდა ცნობილ მექალთანედ, რომელიც მუდმივად ღალატობდა ფრიდას.

ფრიდამაც ჯინაზე თავად ლევ ტროცკისთან უღალატა ქმარს, რომელიც 1937 წელს, რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, მათ სტუმრობდა...

გაბრაზებულმა დიეგომ, როდესაც ფრიდას და ტროცკის რომანის შესახებ გაიგო, რევოლუციონერი სახლიდან გააგდო და რომანი თვით ფრიდას უმცროს დასთან, კრისტინასთან გააბა.

ფრიდა ამდენს ვეღარ უძლებს .

1939 წელს ის ნიუ-იორკში მიემგზავრება.

image

მალე მთელ მის ავადმყოფობას თირკმელების დაავადებაც ემატება ... ტკივილი ყოველდღიურად იმატებს... და ისეც იმატებს, რომ ერთ დღეს ქუჩაში გრძნობას კარგავს.

სან-ფრანსისკოს საავადმყოფოში გონზემოსული ფრიდა კი თვალებს არ უჯერებს.

მის საწოლთან აცრემლებული დიეგო რივერა ზის...


image

1940 წელს წყვილი ხელახლა ქორწინდება...

ცოტა ხანში, ფრიდას ფეხს კვეთენ.

დიეგო დღე და ღამე მასთან არის ...

მალე პერსონალური გამოფენას უწყობს, სადაც ფრიდა საწოლში მწოლიარე შეჰყავთ.

image


...

1954 წლის 12 ივლისს, 47 წლის ფრიდა დიეგოს საჩუქრად მათი ქორწინების 25 წლისთავისადმი ნაყიდ ბეჭედს გადასცემს...

თარიღამდე 10 დღეა...

დიეგო გაკვირვებას ვერ მალავს... ფრიდა კი პასუხობს - „რომ არ დავიგვიანო“...

მეორე დილით, 13 ივლისს ფრიდა გარდაიცვლება...

image

ასე სრულდება სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ქალის სიცოცხლე...

ქალისა რომელიც, ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდა, როგორც ექსტრაორდინალური ქალღმერთი, რომელიც

ცოცხლობდა,

ხატავდა

და უყვარდა...

...

დადგება დღე და დიეგო რივერა მისი დღიურის ბოლო გვერდზე ამოიკითხავს:

“...მე მიყვარს დიეგო ჩემს თავზე მეტად”...


0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0