საზოგადოება 52 წლის ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და 23 წლის მოდელი თინა კუნაკი მშობლები გახდნენ. - უჩვეულო წყვილის ისტორია 2019, 20 აპრილი, 11:27 52 წლის ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და 23 წლის მოდელი თინა კუნაკი მშობლები გახდნენ.
ვენსანმა და თინამ ახალშობილ გოგონას ამაზონი დაარქვეს.
31 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად წყვილი უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან და მათივე თქმით, თავს უბედნიერესად გრძნობენ .
მათ ერთმანეთი 2015 წელს, იბიცაზე გაიცნეს და სიყვარულიც მალე ეწვიათ. თინა კუნაკისთვის ეს პირველი ქორწინებაა, 51 წლის კასელი კი 14 წლის განმავლობაში იტალიელი კინოვარსკვლავის, მონიკა ბელუჩის მეუღლე იყო, რომელსაც 2013 წელს დაშორდა. კასელსა და ბელუჩის ორი ქალიშვილი ჰყავთ. კასელის მხრიდან, მონიკა ბელუჩისთან განქორწინების შემდეგ, პირველი სერიოზული ურთიერთობა სწორედ თინასთან იყო. მოდელის ინფორმაციით როდესაც მისით მოიხიბლა, მან არც კი იცოდა, ვინ იყო და რას წაროადგენდა, ვენსან კასელი ვენსალ კასელისა და თინა კუნაკის რომანს მუდმივად აქტიურად განიხილავენ. ამისი მიზეზი კი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობა არ არის, წყვილი ერთად ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. წყვილის ფოტოები „ინსტაგრამზე“ მილიონ მოწონებას აგროვებს. 158 2-ს მოსწონს
|