საზოგადოება რას ნიშნავს სახელი გიორგი და რატომ შეარქვეს თბილისელ გოგონებს გიორგინები 2019, 5 მაისი, 12:23 გიორგი - საკუთარი სახელი მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს (Γεώργιος), რომელიც თავის მხრივ წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან გეორგოს (Γεωργός) და ნიშნავს „მიწათმოქმედს“.
სიტყვა Γεωργος ნაერთი სიტყვაა, წარმოებული სიტყვებისგან : გე (Γῆ) - „მიწა“, და ერგონ (ἔργον) - „ვმუშაობ“. სახელი გიორგი საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო რეესტრში 151 239 ადამიანია ამ სახელით დარეგისტრირებული. ის არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სახელია და მას წერენ ასე: ინგლ. George არაბ. جرج, جرجس, جورج, خضر სომხ. Գեվ, Գեվոր, Գեվորգ, Գեւորգ ბულგ. Георги, Гошо, Жоро უნგრ. György ბერძ. Γεώργιος, Γιώργος ებრ. ג׳ורג׳ ესპ. Jorge იტალ. Giorgio კორ. 조지 ლათ. Georgius გერმ. Georg, Gorch, Jörgen/Jörg, Jürgen/Jürg პოლ. Jerzy რუმ. Gheorghe რუს. Георгий, Юрий, Егор უკრ. Юрко, Юр, Юрій, Георгій ფინ. Yrjö, Yrjänä, Jori, Jyri, Jyrki ფრანგ. Georges ხორ. Juraj, Jurica, Jure, Đuro ჩეხ. Jiří იაპონ. ジョージ, 譲治, 譲二, 譲次 ამ თემას კი გიორგი გაგა მიქელაშვილის პატარა, ლამაზი ჩანაწერით დავასრულებთ: “, "გიორგინები მე თბილისელ გოგოებს შევარქვი, რადგან ამ ბებერ თბილისში არ დადის არც ერთი გოგო, ერთ გიორგის მაინც რომ არ ჰყვარებოდა ოდესმე... და თუ, რომელიმე გოგო მაინც იტყვის, რომ თვითონ არც ერთ გიორგის არ ჰყვარებია... გამოდის, რომ ის მორცხვ გიორგის უყვარდა და ვერა შეჰბედა რა ამის შესახებ..."
გიორგი გაგა მიქელაშვილი
1217 2-ს მოსწონს
|